შენი თვალები სველია, სარკმელი, ცრემლით ნარეცხი სათქმელი გამომელია, კაცის სულივით გავეცხე,
მკერდიდან გული ავიღე, მხრებზე მოვიგდე ხურჯინად, შენამდე ძლივს მოვიტანე, სიჩუმისფერი მუნჯი ვარ
რას უნდა გთხოვდე ნეტავი?! რა არის გულის წამალი?! ღიმილი გასაბედარი, სითბოს და სიტკბოს ამალით
ყელში მადგება ბურთები, მოდი და ნუ შეგშურდება რადგან მივხვდი, რომ სიცრუე მარტყია შიშის ხუნდებად,
რადგანაც მზერა ვიწროა, სიზმრებით ამოზელილი, და გადავწყვიტე ვიცხოვრო ადამიანი მგელივით
სადაც იქნება სათქმელი, ჩემს თავსაც არ დავუმალო, სადაც გაჩნდება ტყუილი, იქვე აღმოვფხვრა უმალვე
სხვას არაფერს გთხოვ ძვირფასო, სითბოს თუ გამოიმეტებ, მსურს, რომ მამაჩემს მივბაძო არ ველი ტყუილ იმედებს,
შენც იცი, დროა მცირედი, ამოსუნთქვას არ გაცლიან, მტერმა სიცოცხლის უფლება ჩემს სულში შემომაძლია
არ მივეც, უკან გავუშვი დავრჩი ჩვილივით შიშველი, ცეცხლი ვარ, ყინვის აუზში მხოლოდ სითბო თუ მიშველის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მკერდიდან გული ავიღე, მხრებზე მოვიგდე ხურჯინად, შენამდე ძლივს მოვიტანე, სიჩუმისფერი მუნჯი ვარ
კარგია! მკერდიდან გული ავიღე, მხრებზე მოვიგდე ხურჯინად, შენამდე ძლივს მოვიტანე, სიჩუმისფერი მუნჯი ვარ
კარგია!
1. +12.11.15წელი +12.11.15წელი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|