| ავტორი: მართალი ჟანრი: პოეზია 17 მაისი, 2014 |
ასე იყო,ასეა,როგორც ღმერთმა ინება, სევდა მოვიშორეთ და თუნდ ეშმაკმაც დალახვროს, გუშინ გავიხუმრეთ და ხვალ მართალი იქნება, დღეს კი ვჯავრობთ იმას ,რომ გუშინდელი არ გვახსოვს.
შევიკრიბეთ სუფრასთან ,საქეიფო განწყობით. ყველა წუხილს და ტკივილს დავივიწყებთ ამჯერად. ვიწყებთ უფლის დიდებით,არ მოგვაკლოს წყალობა, დაგველოცოს ჭერი და დაგველოცოს მარჯვენა,
ჩამოვასხით ქაშერი და ვისურვეთ მშვიდობა. ცუდი მოგონებების საათები დამთავრდა, დღეგრძელობა ვუსურვეთ მშობლებს,და-ძმებს ,შვილებს და ლექსით გააალამაზა სადღეგრძელო თამადამ.
გავუცვალეთ გული და სასმისები ერთმანეთს, ჩვენი ძმობის დროა და მეგობრობის ხანაა, ვადღეგრძელებთ სამშობლოს,სანუკვარს და ერთადერთს, ყოველთვის რომ გვიყვარს და ღალატობენ ხანდახან.
ვმხიარულობთ სუფრასთან,აღარც დარდი არ ვიცით, ხან ვცეკვავთ და ხან ვმღერით უკვე ყველა ხმაში და თქვენი სიყვარულისთვის გამოვცალეთ სასმისი, დაგვაცადონ იქნებ და გავისწორებთ ხვაშიადს.
ქეიფს ვიწყებთ დილიდან,წინ მივიწევთ ჯიქურად, ბახუსია სტუმარი,გრადუსით რომ მოვიდა, შეგვეჯიბრონ როგორმე,დავლევთ ორ-სამ ჭიქას და მერე ბრძოლას დავიწყებთ წაგებული ომიდან!
რომ არა მეორე დღე, რომ არც ნაბახუსევი, რომ არა საქმეები, რომ არც დავიდარაბა. თქვენი სიყვარულისთვის, თქვენივ პატივსაცემად, თქვენთან მეგობრობისთვის სულ ყოველდღე დავთრებით, სულ ყოველთვის ავიტანთ, თუნდაც მერე გაგვკიცხონ თუნდაც ,მერე რომ დავრჩეთ მხოლოდ ამის ამარა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ავტორი: მართალი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
17 მაისი, 2014 ავტორი: მართალი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
17 მაისი, 2014
1. მერე ბრძოლას დავიწყებთ წაგებული ომიდან!++++ მერე ბრძოლას დავიწყებთ წაგებული ომიდან!++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|