ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პროზა
18 მაისი, 2014


არაფერი

               

როცა გამოვფხიზლდი, -უკვე კალამი მეჭირა ხელში, თურმე კი არ გამოვფხიზლდი,, უბრალოდ ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი და ზრუნვა, რაზეც წეღან ვფიქრობდი, - ქაღალდზე დამეტანა, რათა მერე, სხვისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
  და რაზე ვფიქრობდი იცით? -არც არაფერზე.
  ხო, იქნებ სასაცილოა, იქნებ არ ახალი, მაგრამ მე ახლა დავიწყე ფიქრი იმაზე, -რა მაქვს, რითი ვცხოვრობ, რა მახარებს, რა მკლავს და გაოგნებამდე გაოცებული ვარ იმით, რომ ყველა კითხვაზე პასუხი, -არაფერია...
  პარკში ჩაფიქრებულს ძლივს ნაცნობი წამომადგა თავს და მეკითხება: -მოხდა რამე? სახეზე ტრაგედია გახატიაო. -არა, არაფერი თქო. გაჩუმდა, გამომცდელად ჩამხედა თვალებში და მითხრა: -ვხედავ მაგ არაფერს და ახლავე მომიყევიო. (თან გვერდით მომიჯდა)
  არ მეგონა, თითქმის უცნობ ადამიანთან თუ არაფერზე ამდენი შეიძლებოდა მელაპარაკა. საათობით, წლობით, მთელი ცხოვრება, თურმე ყველაფერი შენს ირგვლივ, ვიღაცისთვის, სადღაც, რაღაც გარემოში, -არაფერია, და როცა ის შენთვისაც არაფერი ხდება, მაშინ უკვე ცხადი ხდება, რომ შენც არაფერი ხარ ყველაფერში და ყველაფერი -არაფერია შენში. წყვდიადს მოუცავს სამყარო ირგვლივ და შენი ცხოვრებაც, - გაჩირაღდნებული სიბნელეა...

15. 06. 2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს