ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2014


ერთი, ორი და..

ჰო ხდება ასე, გიყვარდება უცნობი კაცის
ნაცნობი სუნი
(და როგორც ძაღლი თავის კუდს დასდევს
ეძებ მიზეზებს)

ჰო ხდება ასე, არსებობას არაფერს აცლი
გვერდს უხმოდ უვლი
(და როგორც მუდამ სჩვევიათ კაცებს
არ დაგიჯერებს).

რომ ცოდვა, როგორც უბრალო მძივი
ღამით რომელსაც არ იხსნი -
გახრჩობს

რომ თვითმკვლელობაც იმდენად გიღირს,
როგორც სიკვდილი მისი თუ სხვისი
თუმც თვითმკვლელობა მით უფრო გაწყობს.

ჰო ხდება ასე, წვიმაა გარეთ
და ქარიშხლები ეძებენ ბინებს.
შენ კი დგახარ და ძაღლივით უყეფ-

ყველა გამომვლელს და ყველა გამვლელს
შენ უნდა იყო და უნდა წვიმდე
როგორც ნათურა კიდია ჭერზე, მე ისე ყულფზე
ასე მშვიდად ვარ,
ერთი
ორი და..
ასე ვარ უკეთ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები