ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პროზა
20 მაისი, 2014


ნეტავ მეც მქონდეს მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს

წვიმს.
ჩემს სახლში ისევ ყვირიან.
მუსიკა ვერ ფარავს ხმას.
ყვირიან
დღეს
ჩემთან
ისევ
ხმამაღლა!
-სადაა ფული?
ხმა მესმის წვიმის
არ ვუყურებ, არ გადავვარდე.
მეშინია მე,
რომ ერთხელ
შენც იყვირებ
და მე მომიწევს გაქცევა.
გთხოვთ, ხმას დაუწიეთ
და ასე მითხარით თუნდაც ყველაზე ცუდი სიტყვები.
რომ მუსიკამ ან ფიქრმა
ვერ გამაგონოს ისინი.
გავხედავ ერთი...
ოჰო, წვიმს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები