 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პროზა 21 მაისი, 2014 |
სერგი - ქურდობა
• გააგრძელეთ. • სახლში არავინ იყო, ორჯერ მივედი მანქანით. • სად. • ნახალოვკაში. • ცოლმა რაო? • მე, ისე ვუთხარი, რომ მოსაფიქრებლად მივდივარმეთქი. • მას ჰგონია, რომ მე, უბრალოდ ქუჩებში დავყიალობ მარაზმაში და თან ღელავს. • ამის მიზეზი არსებობს? • ხო, უკვირს ჩემი ასეთი საქციელი და სულ მიზეზს მეკითხება. • მერე ეუბნებით? • და რა ვუთხრა მე, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მსგავსი საქციელი ერთმა ნაცნობმა კაცმა მირჩია, რომელიც კაფიდან იძლევა რჩევებს მეთქი? ისე კი, როგორც წესი გასაღები კარის ფეხსაფენის ქვეშ არის ხშირად, ან იქვე ყვავილის ქოთანში. მეც, ვიღებ მას, სახლში შევდივარ, რაიმე უმნიშვნელოს ვიღებ და უკან ვბრუნდები ხოლმე. • როგორ ირჩევთ ობიექტს? • ხალხი სახლში ძალზედ იოლად მიშვებს საერთოდ! ძალზედ იოლად! • მართლა? • მართლა. • უკანა კარს ყოველთვის ღიას ტოვებენ ხოლმე. • მაგრამ უკანა კარი დაკეტილი იყო. • საკამათო საკითხია. საერთოდ, ვინმეს სახლში შევდივარ თუ არა, უახლოეს უჯრას ვაღებ, რაიმე საგანს ვიღებ და მოვდივარ ხოლმე. • დაEეხლა რა წამოიღეთ? • ამჯერად სეკრეტერზე ავტოკალამი იდო და ის წამოვიღე, აი ისიც. • კარგი ნივთია. • არაუშავს. ისე, დანაკარგი შეიძლება შეამჩნიონ. • და რატომ აიღეთ? • აკი გითხარით, სიბოროტისგან. • ადამაინები, უფრო ყურადღებიანები, რომ იყვნენ, ამის კეთება აღარ მომიწევდა. • რამდენი დამრჩა კიდევ? • ხუთი. • ხუთი? • და მორჩა? ჩემი შვილიშვილები უსაფრთხოდ იქნებიან? • წადით, გააგრძელეთ. • (სამი დღის შემდეგ, მაგიდაზე ოქროს ნივთები იყრება) • არ არის ცუდი ნადავლი! • ალბათ. • ის მშნებლობა, რომლის შეჩერებასაც მე ვცდილობ, მშენებლობის ნებართვასთან არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით შეჩერებულია. • კარგი ამბებია, თქვენც ეს არ გინდოდადათ?! • კი, კი, და ზუსტად მე შევანელე მისი მშენებლობა საკუთარი მოქმედებებითა და ამ დავალებების შესრულებით. • თუ ადამიანი, გარიგების პირობებს ასრულებს, მაშინ მისი მიზნის მისაღწევად საჭირო მოვლენები ხდება. • მაგრამ მშენებლობა მთლიანად რომ არ შეჩერებულა?! • არ ვიცი, ამ ცხოვრებაში ზოგი რამ თავისთავად ხდება. • თუ თქვენ, ყველა დავალებას შეასრულებთ, შენობა არასდროს დასრულდება. • მაგრამ, თუ მშენებლობა შეჩერდება, ეს ხალხი შეიძლება წავიდეს. • შესაძლოა. დავალების შესრულება ამას უზრუნველჰყოფს. • მომიყევით ამ ბოლო შემთხვევაზე. • მოითმინეთ. • და თუ მე, უფრო მეტი მინდა? • ანუ? • მე, არა მხოლოდ მშენებლობის შეჩერება, არამედ საერთოდ ყველაფრის შეჩერება მსურს. • რისი მაინც? • მათი რწმენის, მთლიანად მათი რელიგიის. • მთლიანი რელიგიის? • დიახ, მისი სრული განადგურება. რას მაძლევს მხოლოდ ერთ მშენებლობაზე ნებართვის გაუქმება? არ შემიძლია მხოლოდ საკუთარ შვილიშვილებზე ფიქრი, ყველაფერს წერტილი უნდა დავუსვა. • საერთოდ ყველაფერს? • დიახ. მათ წიგნებს, მათ ისტორიას, მათ შენობებს, მათ რწმენას და საერთოდ ღმერთსაც. და ყველაფერი გაქრება. • მათი რწმენის ამოძირკვა? • ამოძირკვა?! ეს მართლაცდა შესაბამისი სიტყვაა. რომ ყველაფერი გაქრეს! • ყველა მორწმუნე რომ გაქრეს? ეს, განხორციელებადია. • და რა უნდა გავაკეთო, ეს სამყარო ამ ადამიანებისგან და მათი რწმენისგან გავწმინდო? • მკვლელობა უნდა ჩაიდინოთ, დღისით და ხალხმრავალ ადგილზე. ოცდაორი მკვლელობა უნდა ჩაიდინოთ მოწმეების თვალწინ. • რას ნიშნავს ეს? • ალბათ მრისხნების რაღაც შემოტევას. ხალხმა უნდა დაინახოს ამას როგორ აკეთებთ, დღის შუქზე, წვრილმანები თქვენი გადასაწყვეტია. • უცნაურია. • მართლაც და უცნაურია. • ოცდაორი მკვლელობა დღისით-მზისით, მაგრამ ვინმემ რომ შემაჩეროს რა მოხდება? • სურვილი არ შესრულდება. • იმათი მოკვლა თუ შეიძლება? • ვისი მოშორებაც გსურთ? • დიახ. • ხალხის თანდასწრებით და დღის შუქზე. • მაგალითად, როდესაც შენობაში იქნებიან, სამსახურებრივი მოვალეობის დროს. • მაგრამ ეს, დღის შუქზე არ იქნება. • კარგით, მაგრამ ესიგი მათი მოკვლა შეიძლება? • ეგ, თქვენი გადასაწყვეტია. • მსხვერპლი და მეთოდები თქვენს არჩევანზეა. მთავარი ოცდაორი ადამიანია, დღის შუქზე და ადამაინების თვალწინ. • (ხუთი დღის შემდეგ) • მკვლელობა, ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ქუჩაში მოხდება და ბევრი ადამიანიც დაიღუპება. • ოცდაორი ადამიანი. • დიახ, ოცდაორი და მე, მოწმეები მჭირდება ხომ? • დიახ, როგორ ფიქრობთ, მზად როდის იქნებით? • და ეს რა, მართლა იმუშავებს? • დიახ. • იმედი მაქვს. • შესაძლებელია. • შეიძლება უფრო კონკრეტულად?! • თავიდან, ახალი სურვილი გაქვთ რაიმე? ახალი დავალება გინდათ? • არა, არა, არა, მე, უკვე დავიწყე, თუ ისინი გაქრებიან, გაქრნენ. • კარგი. • მე, თუ მოვკვდები? • ისე, რომ ყველა ვერ დახოცოთ? • არა, არა, უბრალოდ, ქუჩაში სროლა-სროლით, რომ ვიმოძრავებ და ვთქვათ ვინმე….. • რასაკვირველია, კი, ესეც შესაძლებელია, მაგრამ თუ თქვენ ოცდაორ ადამაინს მოკლავთ და ოცდამეორეს სულს განუტევებს, თქვენი სურვილიც მაშინ ასრულდება. • ესეიგი, ყველაფერი სათანადოდ უნდა დაიგეგმოს. სწრაფად უნდა ვიმოძრაო და ასევე სწრაფად უნდა ვისროლო. • თქვენ ისე ხართ ამით გატაცებული…. • თქვენ, საკუთარი ქვეყნის, მსოფლიოს გადარჩენა და ამ ადამიანებისგან გაწმენდა რომ შეგეძლოთ ეს, საჩუქრადაც კი, შეიძლება ჩათვალოთ. • (ერთი კვირის შემდეგ) • მე, თითქოს ვგრძნობ ეს როგორ მოხდება. • რა, მკვლელობა? • არა, რა იქნება მკვლელობის შემდეგ. • და რა მოხდება? • ის ხალხი, ცოცხალი გადარჩება, საკუთარ სარწმუნოებასთან ერთად. • საინტერესო მოსასმენია, შემდეგ? • საქმეს ხელს რომ მოვკიდებ, ყველაფერი ცეცხლის ალში გაეხვევა. არ ვიცი როგორ, ან რატომ, მაგრამ ამას ნათლად ვხედავ, პირველად ჩემი გასროლები გაისმება, ხოლო შემდეგ მთელს მსოფლიოში სროლა ატყდება. პირველად, ყველაფერი მარტივად იქნება, ვინაიდან ასეთი რაღაცეეი ისედაც ხდება და ეჭვიც არავის არ გაუჩნდება, ხოლო შემდეგ, შემდეგ ყველაფერი ისეთ სახეს მიიღებს, რაც არასდროს გვინახია. • მართლა? • ვფიქრობ გესმით ჩემი. • დიახ. • მაშ ეს, ჩვენი საიდუმლო იყოს! • ღვთის მოციქულმა, თქვენის სახით წარმოგზავნილმა, რაღაც ღირებულის გაკეთების შანსი მომცა. აბა, სხვანაირად თქვენ ვინ ხართ? ის, ვინც მსოფლიოს გადარჩენის საქმეში უნდა მიხელმძღვანელოს. თქვენ კი, თქვენის მხრიდან, მხოლოდ ნიშანი მომეცით, როდესაც თქვენი გაბრწყინების ჟამი დადგება და…. ჰა, ჰა, ჰა, ჰა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|