ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 მაისი, 2014


არასაკმარისი დრო

მაგისტრატურაში სწავლისას (2008-2010 წლებში) ერთი მეგობარი მეუბნებოდა: ოთარ, შენ ძალიან განვითარებული, ნაკითხი ახალგაზრდა ხარ და თუ დრო გაქვს შექმენი შენი გუნდი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ითამაშე ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის? თავიდან მართლაც ვფიქრობდი ექვსეულის შედგენაზე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ საამისოდ დრო არ მრჩებოდა... თან მაგისტრატურაში ვსწავლობდი და თან პარალელურად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ-სტუდია ‘’მოდი ნახე’’ - ში სტუდენტებს ვავარჯიშებდი სპექტაკლებისთვის.
ბავშვობიდან მიყვარდა წიგნის კითხვა, ბევრი რამ ვისწავლე წიგნებიდან, ზოგი რამ ცხოვრებაშიც გამომადგა... დათო ტურაშვილის თქმის არ იყოს, წიგნს მართლაც არ გააჩნია ალტერნატივა.
რაც შეიძლება ბევრი წიგნი იკითხეთ ჩემო ძვირფასებო, იკითხეთ გემოვნებიანი ნაწარმოებები და იფიქრეთ ინტელექტ კლუბში თამაშზეც... რომ არა არასაკმარისი დრო, ალბათ მეც მივიღებდი მონაწილეობას თსუ-ში, რა? სად? როდის? - ში.
გისურვებთ წარმატებებს, უფალი თქვენსკენ.

პატივისცემით მარად თქვენი კეთილისმსურველი - ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები