ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლია 1990
ჟანრი: პროზა
22 მაისი, 2014


საღებავები მეყოფა..

  ყვავილებით მოხატულ ფარდებს დავუწყე ყურება ,როცა მოუწესრიგებლად ჩაცმული ახალგაზრდა შემოვიდა სახელოსნოში და რძით სავსე ჭიქა მომაწოდა.  . - ცოტა უფრო მაღლა ასწიეთ ,ჰო აი ასე ,ცოტაც მარცხნივ.  დიახ ასე კარგია . მე გაოცებული ვუყურებდი და ბოლოს ვკითხე დაასრულა თუ არა ჩემი მეგობრის პორტრეტი. მან რბილად გაიღიმა და მკითხა მობილურის ნომერი.  მივხვდი რა თავხედთანაც მქონდა საქმე და თავად დავუწყე დაფარულ ნახატებს თვალიერება. - იცით თქვენი კოჭებისთვის საღებავი მეყოფა,ხომ არ მოისვენებდით სავარძელში ? - არა! _ მტკიცედ ვუპასუხე და ტუჩები მაგრად მოვკუმე. - უცნაურია ძალიან,.. ამ დროს ლურჯი გვირილები დავინახე,არა და ძალიან ცოცხლად გამოიყურებოდა,წამით დავიჯერე,რომ არსებობდა.მისკენ გავიხედე ის კი აგრძელებდა რძის სმას თან დასვრილ ზედა ტუჩს ქვედა ტუჩით იწმენდდა და კოჭებზე მიყურებდა. -რა ღირს ეს ნახატი? -ეგ არ იყიდება. - აჰმ. გავაგრძელე სხვა ნახატებზე გადასვლა და ჩემი მეგობრის პორტრეტსაც წავაწყდი. ძალიან ჰგავდა ,უფრო კი მისი სული ჩანდა. - ესეც ჩემი მეგობრის პორტრეტი. - თავად რატომ არ წაიღო? - მოკვდა. _ ვთქვი და მისკენ შევტრიალდი . ერთი ნაბიჯი გვაშორებდა.უცებ ვიგრძენი ,როგორ გადაუარა კაპილარებს ცხელმა ცრემლმა და  თეთრ  პერანგზე მუქი კვალი დატოვა.  - იცით თქვენ ფეხსაცმელები გიჭერთ .თქვა მან და ორივეს გულიანად გაგვეცინა. ის მართალი იყო. მე ბანკში ვმუშაობდი და ჩემი ოფიციალური სამოსი უფრო მღლიდა,ვიდრე ჩემი სამუშაო. რკინის ნიღაბი ჩამოვიხსენი და მის სავარძელში ჩავესვენე. - ახლა აქ რომ დამეძინოს არ გამიკვირდება_ვთქვი მე და თვალი მოვატარე ოთახს,რომელსაც ერთი ნაკლიც ვერ ვუპოვე. - ჩაის მოგიტანთ.- თუ არ შეწუხდებით .- პირიქით ჩემთვის სიამოვნებაა . გავიდა. მე თვალები დავხუჭე და ძილბურანში ვიყავი,თითქოს ვგრძნობდი და მიჭირდა შეწინააღმდეგება,არც თვალის გახელა მინდოდა. ვგრძნობდი ,როგორ ნაზად და სიფრთხილით მხდიდა ფეხსაცმელს შემდეგ პლედი გადამაფარა და თმა გამიშალა . ამ სასიამოვნო შეგრძნებებზე გაწყდა ფიქრის ხაზი და ჩამეძინა. 23 საათი იყო ,რომ გავახილე თვალები და დავინახე ტილოზე მოხაზული ჩემი თავი. მივუახლოვდი და თითები გადავაყოლე ნახატს .- არ დამისრულებია .  არც დამიწყია. ალბათ არ გამომივა.შენი დახატვა გამიჭირდა. ვფიქრობ იმიტომ,რომ ჩუმად გხატავდი,ნებართვის გარეშე . როგორ გეძინა? - სიმართლე გითხრა ასე ტკბილად კარგა ხანია არ მძინებია .- მივხვდი. გადაიღალე._ თქვა და ნახატს გაჰხედა შემდეგ კი გააგრძელა -მე არ დავღლილვარ. მე ვგრძნობ,რომ დაღლაც მენატრება,უფრო კი სიყვარული . -რას ნიშნავს სიყვარული? _ვკითხე და ფეხსაცმელში ჩავასრიალე ტერფები.-სიყვარული ნიშნავს იმას,რომ ქმნიდე ხელოვნებას არა შეკვეთით არამედ საკუთარი სურვილით . -ლამაზად საუბრობ ,მაგრამ უნდა წავიდე .- როდის მოხვალ? _ მკითხა და ისე გამომხედა თითქოს მეც სახელოსნოსთან შევსისხლხორცებულიყავი. -არ ვიცი ,იქნებ ხვალ გნახო,მაგრამ ნახატი უნდა დაასრულო. _ ვუთხარი და დამრიგებლურად დავუქნიე საჩვენებელი თითი . მან გამიღიმა და თქვა:- საღებავი მეყოფა შენი კოჭების დასახატად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები