 | ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია 25 მაისი, 2014 |
უკვე ყველაფერი ნათელია დღესავით, ვერ შევეგუები მარტოობას და მარტო დარჩენილი ვებუტბუტები ზენ(მ)ას. შუამავალი ჩვენს შორის კი , -ლოცვა და სანთელია.
სისხლში სხეულის ყველა სითხე შემერია: ნერწყვი, შარდი, ცრემლი, ოფლი... ფერი კი მაინც წითელია. გინდა კოქტეილი?! ფუჟერით თუ ბაკლით? ყანწით თუ სათლით? ეგება გეახლო გავსილი ჭინჭილა? რომ შეძლო და მიმირთვა ვენაზე დაცხრომით?!
მე ვეღარ ვიცხოვრე უშენოდ განცხრომით მიწაზე გამომშრალ. ვერც ასეთს ვერ გიტან, მძაგხარ და გზიზღულობ, მაგრამ, სიზმრებში მაინც შენ დაგეძებ. გლობუსზე შავი ზღვის ნაპირთან გკითხულობ წერტილზე... გამვლელს და გამომვლელს ვაბარებ მოკითხვებს. ერთხელაც (ვშიშობ რომ მანამ არ მოგიკვდე) ვიდრე გიხილავ, გულში ჩამიკრავ, ფეხქვეშ გაგიგებ, და მერე გახეული ჯიბით წაგიღებ არსად. მინდა რომ მივიღო კითხვაზე პასუხი: ''მითხარ, -როგორაა მემლექეთი?!" „ბერექეთი“ მოგცეთ, თუ უკვე შემიგრძენ?!..
ჩემი სისხლი გინდა?! ფურთხში არეული?! წყაროდ გამოჟონა დარუბანდთან... მე კი, მოვბარბაცებ ნაბიჯარეული, სიფხიზლეგალეული მარშით და ვაგინებ ყველას, ვისაც არ უყვარხარ. -ჩემო
14.05.2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. :D :D გმადლობ ანი, მიხარია. რა ვერ გაიგე პირადში მომწერე და ბარემ აგიხსნი :D :D გმადლობ ანი, მიხარია. რა ვერ გაიგე პირადში მომწერე და ბარემ აგიხსნი
26. რამდენიმე რაღაც ვერ გავიგე ჩემი უცოდინარობის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან დიდი ემოციია წამოვიდა... რაც იშვიათად ხდება ხოლმე ...
წყაროდ გამოჟონა დარუბანდთან...– აქ გამცრა )))))) რამდენიმე რაღაც ვერ გავიგე ჩემი უცოდინარობის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან დიდი ემოციია წამოვიდა... რაც იშვიათად ხდება ხოლმე ...
წყაროდ გამოჟონა დარუბანდთან...– აქ გამცრა ))))))
24. ემოციურია და თემაც აქტუალური ++ ემოციურია და თემაც აქტუალური ++
22. ემოცია და მუხტი ნამდვილად იგრძნობა...
ემოცია და მუხტი ნამდვილად იგრძნობა...
19. გმადლობ სანზონა. :D გმადლობ სანზონა. :D
18.
ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 25 მაისი, 2014 კარგი და მძაფრი ველრიბრია.
ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 25 მაისი, 2014 კარგი და მძაფრი ველრიბრია.
17. უღრმესი მადლობა ყველას რომ მკითხულობთ უღრმესი მადლობა ყველას რომ მკითხულობთ
16. Nორმალური ვერლიბრია. სითხეების არევაზე სადაც იყო საუბარი, მესმის, რომ სიმძაფრისთვის, მაგრამ მაინც არაესთეტიკურად იკითხება. +3 დავწერ რაკიღა ასეა Nორმალური ვერლიბრია. სითხეების არევაზე სადაც იყო საუბარი, მესმის, რომ სიმძაფრისთვის, მაგრამ მაინც არაესთეტიკურად იკითხება. +3 დავწერ რაკიღა ასეა
15. მე მგონია, რომ ლექსი გამოგივიდათ! ნუ რაღაც პატარა ჩასწორებებს აიტანდა, მაგრამ რიტმი ნამდვილად არის და ამას პროზას ვერ დავარქმევთ... სათქმელი ითქვა, მკითველამდეც მივიდა თქვენი გულისტკივილი... წარმატებები :) მე მგონია, რომ ლექსი გამოგივიდათ! ნუ რაღაც პატარა ჩასწორებებს აიტანდა, მაგრამ რიტმი ნამდვილად არის და ამას პროზას ვერ დავარქმევთ... სათქმელი ითქვა, მკითველამდეც მივიდა თქვენი გულისტკივილი... წარმატებები :)
14. კიბატონო :* კიბატონო :*
13. ერთად გადავხედოთ მერე ერთად გადავხედოთ მერე
12. ცოტა თემატურად ბუნდოვანია, რთული მისახვედრია ზუსტად რაზეა საუბარი. ერთი ხაზით ვერ მიდის. კორექტურაც არის რათქმაუნდა, პუნქტუაციაზე რომ არ ვთქვათ არაფერი. დასასუფთავებელი ლექსია. მაინც და მაინც ვერ მოვიდა სუფთად. რიტმულობა კი აქვს, ისეთი ვერლიბრები წამიკითხავს, ნოველას რომ გავს. მარა მარტო მუსიკა არაა, სხვა მხრივ მოისუსტებს. თუ კიდევ გადახედავ კარგი იქნება. ცოტა თემატურად ბუნდოვანია, რთული მისახვედრია ზუსტად რაზეა საუბარი. ერთი ხაზით ვერ მიდის. კორექტურაც არის რათქმაუნდა, პუნქტუაციაზე რომ არ ვთქვათ არაფერი. დასასუფთავებელი ლექსია. მაინც და მაინც ვერ მოვიდა სუფთად. რიტმულობა კი აქვს, ისეთი ვერლიბრები წამიკითხავს, ნოველას რომ გავს. მარა მარტო მუსიკა არაა, სხვა მხრივ მოისუსტებს. თუ კიდევ გადახედავ კარგი იქნება.
11. მადლობა ნემე,
რა მოგეწონა გავიგე, რა არ მოგეწონა ეგ მაინტერესებს ახლა მადლობა ნემე,
რა მოგეწონა გავიგე, რა არ მოგეწონა ეგ მაინტერესებს ახლა
10. რიტმულობა ნამდვილად იგრძნობა,ანუ იგრძნობა რომ პროზა არაა(რასაც ყველა ურითმო ლექსზე ვერ იტყვი),მეორეც,ძალიან მტკივნეული თემატიკაა-ემიგრანტის თვალითა და გულით დანახული და განცდილი სამშობლო.
ჩემი სისხლი გინდა?! ფურთხში არეული?! წყაროდ გამოჟონა დარუბანდთან... ძალიან გულზე მომხვდა ეს სიტყვები...ვაი,რომ მართლა ფურთხში არეული... :( წარმატებები ზურა,მგონია რომ ექსპერიმენტმა გაამარტლა და კიდევ უკეთეს ნაწარმოებებს ველი ამ სტილში შენგან ++ რიტმულობა ნამდვილად იგრძნობა,ანუ იგრძნობა რომ პროზა არაა(რასაც ყველა ურითმო ლექსზე ვერ იტყვი),მეორეც,ძალიან მტკივნეული თემატიკაა-ემიგრანტის თვალითა და გულით დანახული და განცდილი სამშობლო.
ჩემი სისხლი გინდა?! ფურთხში არეული?! წყაროდ გამოჟონა დარუბანდთან... ძალიან გულზე მომხვდა ეს სიტყვები...ვაი,რომ მართლა ფურთხში არეული... :( წარმატებები ზურა,მგონია რომ ექსპერიმენტმა გაამარტლა და კიდევ უკეთეს ნაწარმოებებს ველი ამ სტილში შენგან ++
9. :D :D ვიცი თოკო რომ არაა, მოსაწონი, თან ვერლიბრი და თან ჩემგან. :D :D
შენიშვნები გამოუშვი, შენგან უფრო ველოდები კრიტიკას ხომ იცი :D :D ვიცი თოკო რომ არაა, მოსაწონი, თან ვერლიბრი და თან ჩემგან. :D :D
შენიშვნები გამოუშვი, შენგან უფრო ველოდები კრიტიკას ხომ იცი
8. უკეთესები მინახავს შენი ზური. ეს რაღაც იმდენად ვერ მოვიწონე. მაინც გავპლიუსდები. უკეთესები მინახავს შენი ზური. ეს რაღაც იმდენად ვერ მოვიწონე. მაინც გავპლიუსდები.
6. მაიცა ვნახავ :) მაინტერესებს მაიცა ვნახავ :) მაინტერესებს
5. ვერ ვიპოვე კორექტურები თეო,
პირველი მცდელობაც აქ დევს, იგივე თემატიკაა. --მე ასეთად ვერ მიგიღებ საქართველოვ-- ნახე თუ დაგაინტერესოს
გმადლობ ვერ ვიპოვე კორექტურები თეო,
პირველი მცდელობაც აქ დევს, იგივე თემატიკაა. --მე ასეთად ვერ მიგიღებ საქართველოვ-- ნახე თუ დაგაინტერესოს
გმადლობ
4. ჯაფარა მე მომეწონა არ მჯერა რომ მეორე მცდელობააა. კორექტურა გაქვს გაპარული ჩაასწორე. ჯაფარა მე მომეწონა არ მჯერა რომ მეორე მცდელობააა. კორექტურა გაქვს გაპარული ჩაასწორე.
3. გმადლობთ.
ვერლიბრის წერის ექსპერიმენტი ბუდუ. მეორე მცდელობაა, თან ექსპრომტია, ვნახოთ, შენიშვნები უფრო მაინტერესებს, კომპეტენტური ოღონდ გმადლობთ.
ვერლიბრის წერის ექსპერიმენტი ბუდუ. მეორე მცდელობაა, თან ექსპრომტია, ვნახოთ, შენიშვნები უფრო მაინტერესებს, კომპეტენტური ოღონდ
2.
ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:5
ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:5
1. ექსპერიმენტიაო და ვერ მივხვდი , რისი ექსპერიმენტია. ვერლიბრია და საკმაოდ საინტერესო, ჩემი აზრით.
რაღაც ასოებია გამოტოვებული და ამაზე პირადად გეტყვი .
ექსპერიმენტიაო და ვერ მივხვდი , რისი ექსპერიმენტია. ვერლიბრია და საკმაოდ საინტერესო, ჩემი აზრით.
რაღაც ასოებია გამოტოვებული და ამაზე პირადად გეტყვი .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|