ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ამონაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2014


* * *

ამეკვიატე უჩვეულო განცდების ფონზე,
ხაზგასმულივით ვაკვირდები ცარიელ ფურცელს.
ვიცი,არ გინდა გაგონება არც ხვალ არც გუშინ,
როგორ ვუცქერდი გარინდებულ ხავერდის გორებს!
ამეკვიატე,ხანდაზმული ფიქრების ბოლოს,
ნაშუაღამევს გაწეწილი სიჩუმის ნოტზე,
და ბალდახინით მივაგორებ დაღლილ სიცოცხლეს,
რომელიც უკვე გადაჰკიდეს სარეცხის თოკზე.
ამეკვიატე,უაზროდ და არცთუ მარტივად,
ხვალ წვიმა წაშლის ნაფეხურებს ერთად გადადგმულს,
რომლებიც ისევ ასცდენია მიწის ნაპრალებს
და მივაბიჯებთ ერთად ისევ,ოღონდ არასდროს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები