ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ამონაშვილი
ჟანრი: პროზა
28 მაისი, 2014


ამონარიდი ჩემი ფიქრებიდან

"მე ახლა მხოლოდ იმედს ვებღაუჭები,როგორც ცუდი მოცურავე საკუთარი ამონასუნთქით გაბერილ რეზინის ბალიშს"
          წერილი ბოლოს თოვლის პაპას მივწერე 6წლის ასაკში,როცა მთელი გულით ვითხოვდი ნაქარგებიან ქუდს,თუმცა ვიცოდი,რომ ის მუდამ ჩემთან ერთად ცხოვრობდა და ჩემი სურვილები წერილის გარეშეც კარგად იცოდა.ახლაკი,თქვენ გიზიარებთ ჩემი ფიქრების ამონარიდს...
          ერთ ჩვეულებრივ დღეს ლექციაზე მივდიოდი.მეტროში თეთრწვერა და თეთრთმიანი მოხუცი შემოვიდა და ჩემს წინ დაჯდა.მოულოდნელად მან თავისთვის დაიწყო ლაპარაკი,ყველამ გაკვირვებული თვალებით შეხედა.თავიდან არ ვაპირებდი ყურსასმენები მომეხსნა და მისთვის მომესმინა,მაგრამ მისმა სევდიანმა თვალებმა მიბიძგა ამისკენ.მოხუცი საქართველოს ბედზე წუხდა. "ევროპული საქართველო"ცინიკურად იმეორებდა ამ სიტყვებს და ცდილობდა თავისი განწყობა გვერძემჯდომისთვის გადაეცა.მან ტელეფონი აიღო,ყურზე მიიდო და ხმამაღლა წამოიძახა:"პატარა კახი და გიორგი სააკაძე მინდა,ჩემი ქვეყნის დარაჯები დამალაპარაკეთ!"მის ამ ქმედებას ხმამაღალი სიცილი მოჰყვა გარშემომყოფების,თუმცა ცოტამ თუ შენიშნა მის თვალებში არეკლილი სევდა...მოხუცს თან სამი ჩანთა ჰქონდა,ერთში უამრავი დისკი ელაგა და დროდადრო სიამაყით ჩაჰხედავდა საყვარელი საქმიანობის შედეგს,მეორე ჩანთიდან რვეული ამოიღო,სადაც შავთეთრი ფოტო ჰქონდა შენახული და გვერძემჯდომს განსაკუთრებული სიფრთხილითა და მოწიწებით გაუწოდა. "ასეთი ვაჟ–კაცი"იყო,ჩაილაპარაკა და ცრემლმორეული თვალები დაბლა დახარა.არ ვიცი,ვინ იყო იმ ფოტოზე,მაგრამ მივხვდი,რომ მისი წარსულის უმნიშვნელოვანეს ადამიანზე ლაპარაკობდა. "გული და სული მაქვს წრფელი და სუფთა,თქვენ კი ეს გაკლიათ!" გაიძახოდა ორი სადგურის მანძილზე.გარშემო დამცინავ სახეებს ვხედავდი და ვფიქრობდი,ამ მოხუცს უკვე ჰქონდა საზოგადოებისგან მინიჭებული სახელი "გიჟი",მაგრამ მხოლოდ მისი აუხსნელი საქციელის გამო.სინამდვილეში კი არავინ იცოდა რატომ იყო "გიჟი"? იქნებ იმ შავთეთრ ფოტოზე გამოსახული წარსულის გამო,რომლის შესახებაც არავინ არაფერი ვიცოდით...
    მთელი გულით მინდოდა მასთან მივსულიყავი და დავლაპარაკებოდი,თუმცა ჩემი ლექცია წუთი  წუთზე იწყებოდა.მაშინ მე დავემსგავსე იმ ცუდ მოცურავეს,რომელიც ცდილობს თავი გადაირჩინოს და ხალხის მიერ შერაცხულ "გიჟებში"დაინახოს ადამიანური გრძნობა,ის გრძნობა,რასაც სხვები სიგიჟეს ეძახიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები