ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლია 1990
ჟანრი: პროზა
27 მაისი, 2014


ემილი

თუ ავად ხარ ავადმყოფთ ვერ უმკრნალებ,თუ ჯანმრთელი ხარ უმკურნალებ და დაავადდები".                        აივანზე დაფენილ პლედზე იწვა და ხელები თავქვეშ ამოეწყო. არავინ და არაფერი ადარდებდა,მხოლოდ ასფალტზე გასრესილ ჩიტზე ფიქრობდა. მერცხლები ერთმანეთის მიყოლებით კვეთდნენ ცას,.  ხშირად მიუტანია თოფის ლულა ტუჩებთან ,მაგრამ ბოლოს მეზობელმა მოიკლა თავი. მისი პროფესია სხვისი მოსმენა იყო,თუმცა ბოლოს თავად დამუნჯდა,შიშისგან არა უბრალოდ ესე ერთ დილით ,რომ გაიღვიძა და  თეთრ ჭერს ახედა მიხვდა,რომ არც მოსმენა სურდა და არც საუბარი.  ხშირად წერდა დღიურში ადამიანებზე,რომლებიც ხორცის ნაგლეჯებს ტოვებენ ყველგან და ხიწვებივით იკბინებიან. წერდა სუსხზე,მოუსვენარ შოკოლადისგულა ჩიტებზე და ბოლოს მუწუკებზე,რომელიც ადრე თუ გვიან ყველას გამოსდის სხეულზე. ახლა კი უყურებს უინტერესო ფილმივით ცხოვრებას და ფიქრობს ასფალტზე გასრესილ ჩიტზე. თვალის გუგები უფრო მაღლა იწევენ სულ ცოტაც და გადაკვეთავენ სიცოცხლის ხაზს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები