ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2014


ახალი ჰორიზონტი

                   

თუთის წვენში ამოგანგლული ქუსლები
ახლად გაქოჩრილ  მინდორს მივასრისე.
ავუყევი აღმართს,ღორღიანს, ციცაბოს,
მაჩქარებს პულსიც, საათიც, კუჭიც.

ქურდები.
მთისკენ ბილიკი მომპარეს და ეხლა
ბუჩქნარით მივდივარ ჰორიზონტისაკენ.

ასკილმა ყვავილი მომართვა ფუტკრებით,
ვირისტერფები ზევით  მითითებენ გზას.
ზევით.
ნაჯაფ და ოფლიან, დაღარულ კისერზე
მზე ცდილობს ჩამოჯდეს და ასე იმგზავროს.

უცებ კი, ბოლოსკენ, მწვერვალზე ასულმა
თავი შევახე ჰორიზონტს, გაცრეცილს.
აღმართის ბოლოში, სხვისი დაღმართის კიდესთან
ჩამოვჯექი და მოვიხედე უკან.

რა ლამაზი ხარ ჩემო მიწა-წყალო,
რა დიდი და შორი აქედან, თან რა პატარა.
ჩემი გამოვლილი ბილიკი კი არსად სჩანს,
არც ხალხი, ვერც ასკილის ბუჩქს ვერ ვხედავ.

მხოლოდ ერთი სიახლე,
კიდევ ერთი ახალი ჰორიზონტი,
პირველზე უფრო გამჭვირვალე, დიდი და ნათელი.
და შიშველ ქუსლზე აცოცებული ფრთებიანი ჭიანჭველა.
მხრებზე კი ცა, მსუბუქი, მოწმენდილი და
ოზონში გაბმული არწივი, -მზე.
სულში კი სანთელი იმედის...

26.05.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს