ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამა...
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2014


შარშან... ახლა...

შაშან ცუდი გაზაფხული იდგა,
გული ცუდად მიელავდა მაშინ,
ჩემი ბედი შეეყარა სხვისას
და სიმშვიდეც გაიფანტა წამში

შარშან ცუდი შემოდგომა ვნახე,
ფოთლებს ყვითლად დაეფარათ გზები,
და სიჩუმეს მიათრევდა წვიმა,
საოცრებას მაშორებდა წვეთი...

შარშან ცივი მომეჩვენა ყველა,
ზაფხულს თვისი სამშვენისი აკლდა
სიცივეში ვერ მათბობდა ელვა,
ვერც მზის სხივმა გაახუნა კაბა.

მაგრამ ზამთრის სუსხიანი კარი,
ვერ ჩარაზა სურვილების ჯარმა,
ვერც სიცივე შემიცვალა ალით ,
ბედს უკუღმა ვუჩიოდი ბარბაცს

შემეჩვია მატოსული სევდა,
მოღუშული ვეღარ ვითვლი წამებს,
გამიორდა შენგან ძველი წყენა,
გამაცლა იმ შეჩვეულ აზრებს.

ჩამოგტირით ხალხო ასე პირი ,
და ვერ ვხვდები ვის დასტირით უხმოდ...
მე ხომ აქ ვარ სუიციდის მსხვერპლი,
სიძულვილმა ვერ წამიღო თითქოს!

შარშან გული გაგიცივდათ ყველას,
ლოცვა ჩემი არ გესმოდათ არვის,
ცივი იყო მარტოობის სევდა,
როცა ამდენს უყუყრებ და.... არც ღირს !

შარსან ჯობდა გაზაფხულის სითბო,
და მერჩივნა შემოდგომის ლხინი,
შარშან ზაფხულს ვიმათხოვრე მთვარე,
შარშან ზამთარს კვლავ დამაკლდა ძილი...

დილით ადრე მოვდიოდი თქვენსკენ,
თქვენ კი ცივად მპასუხობდით „არა!“
შარშან ზამთარს ვიმათხოვრე მთვარე,
სანაცვლოდ კი მზემ თვალები დამწვა!..

მაგრამ ხედაავთ?... დაგიბრუნდათ სიტყვა,
ახლა თქვენ მთხოვთ შეწყალების ტრაქტატს
მერამდენედ დამინახავს უკვე,
მლოცველები აწყდებოდით ტაძარს.

ახლა უკვე სულერთია ჩემთვის,
რომ მინდოდა მომიხურეთ კარი!
ახლა ყველა დამიტევდით გვერდით,
მაგრამ რავქნა...უკვე ცაში დავქრი...

გაუცხოვდით მომიბეზრეთ ყველამ,
ჩამატოვეთ სუიციდის ხელში!
ახლა ცრემლი შეიმშრალეთ ყველამ...
ახლა  ღმერთი ამომიდგა გვერდში !...”


                                                              მარიამ კიკნაველიძე 2010წ.9 თებერვალი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს