ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ჯიმშიაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2014


მიდიხარ

           

მიჰყვები  დინებას,ვერ  ხედავ  ნაპირებს.
იცი,რომ  არასდროს არავინ  დაიცდის,
ყველაფერს  ამბობ  და  წასვლასაც  აპირებ
და  საით  მიდიხარ  ჯერ  კიდევ  არ  იცი.

სხვებისგან  სხვაგვარი ქმედება  შენიშნე.
უამრავ  უარსაც  მოითმენ  ამჯერად.
ამბობენ-  ასეა,ბრალია  შენივე
გესმის  და რომ არ  გწამს,ხედავ    და  არ  გჯერა.

ვერ  იტან  ქაოსს  და ვერ  უძლებ  ღრეობებს,
არავის უყურებ,აიღებ  ინსტრუმენტს,
ახლახან    დაწერილი    სიმღერას  მღერი  და
შენივე  სურვილებს  უარით    ისტუმრებ.

ყოველთვის  გახსოვს  და  არ  მალავ  თუ  ვინ  ხარ,
პასუხებს  ინახავ  საოცარს,საკვირველს.
სიყვარულს,სიხარულს,დარდსა  და  წუხილსაც
ლექსებად  დაწერ  და არავის  აკითხებ.

ბევრია  ტყუილი  დიდი  და  პატარა.
ძალიან  გინდა  და  ვერ ამბობ  სიმართლეს.
იხსენებ  უკეთესს ,დაიწყებ  ხატვას  და
ფერადი  ოცნების-აგროვებ  სურათებს.

სამყარომ  მოირგო  ახალი,სხვა  ხედი.
ახლოა მანძილი  ზეციდან  მიწამდე,
გწამს  ღმერთის,რომელსაც  ვერასდროს  ვერ ხედავ,
ვერ  ხედავ  და  უფრო  ამიტომ  იწამე.

მოუსმენ  ყველას  და  არავინ  დაიცდის,
მიდიხარ,
მიდიხარ
საითკენ???
არ  იცი.....
                            დ.ჯ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები