ახლა უკვე არასდროს დაგეცლება ჭიქა, ზეცით სავსეს დაგლევენ წინაპრები და ჩვენც ამ მწუხარე თვალებით მიგაცილებთ იქა, სადაც ყოფნას (თანდათან), ჩვენს არყოფნას ვაჩვევთ.
ახლა უკვე არ ვიცი, ჩემში, შენი წილი სივრცის ზღვარი სად ქრება (ან თუ ქრება სადმე)... მეუბნება სამძიმარს, ზეცა, მძიმე წვიმით და აჩრდილი - მწუხარე, შენი სახის დამდევს:
ცრემლიანი თვალებით; მომღიმარი ბაგით... "მშვიდობითო" - თითქოს და ჭიქას - გულით სავსეს უჭახუნებს ჩემსას, რომ გამიქარვოს დარდი, აქ რომ რჩებათ (თანაბრად) ყველა იქით წამსვლელს.