 | ავტორი: ლია 1990 ჟანრი: პროზა 2 ივნისი, 2014 |
მომიტევეთ თუ არაესთეტიური ნაწერი შეგრჩებათ ხელთ. ისევ ორშაბათის დილა. მშვენიერი ამინდი , ცაში მოლივლივე სიმწვანე,თითქოს არ მაძლევს უფლებას ვიყო მოწყენილი,მაგრამ მე სამსახური მეძახის . დერეფანში კაცები მესალმებიან და მტოვებენ მყრალ აბანოში. ვიხდი სახლიდან გამოყოლილ სუფთა ფრაკს და ვეფლობი ყვითელ რეზინებში. მთელი ძალით ვაწვები ჩოთქს,რომ ამოვიღო სიბინძურე (ამ სიტყვას არ ვიყენებ,თუმცა ძალიან უხდება ამ შემთხვევას). ვგრძნობ,რომ ფიქრიც აღარ შემიძლია შარდის ,სიგარის,და უამრავი დაგროვილი ჭუჭყის სუნში. სიგარეტიც არ მაქვს ,რომ მოვწიო. ღმერთო შენ დამიფარე ,ვამბობ ისე უბრალოდ,სიტყვის მასალად.ვაგრძელებ ხეხვას ,ვცდილობ მაგრამ არ გამომდის ამ კაფელების ამოთეთრება . ცოტაც და გული ამერევა ,ვერ მივიტან სახეს უნიტაზთან ვფიქრობ და იქვე ვმღერი ჩანჩქეროს. საკუთარი თავი ძალიან მიყვარს ,მაგრამ აქ რისთვისვარ ?! ვიხდი სიბინძურეს და სახლიდან გამოყოლილ ფრაკს ვიცვამ,. ახლა მსუბუქად ვარ ,დაცვიდან ვიღაც აწოწილი გამოდის,სწრაფი ნაბიჯებით მომყვება და მახსენებს ,რომ ჯერ მხოლოდ 13:00 საათია, . მე ვაგრძელებ გზას ,კარამდე მივდივარ და ვბრუნდები __ ვ ყვირი --დიახ ჯერ მხოლოდ 13:00 საათია ,მე კი საჩუქარი დაგიტოვეთ ტუალეტში . გარეთ მშვენიერი ამინდია,ვგრძნობ ,რომ საკუთარი თავი მიყვარს და ბორდიურზე ვჯდები ,შემდეგ ?შემდეგ უბრალოდ და მარტივად ვხუჭავ თვალებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჰო დავაპლიუსებ,წახალისება++ ჰო დავაპლიუსებ,წახალისება++
3. როგორც მივხვდი დამლაგებელზე აქვს ავტორს საუბარი,მაგრამ ცოტა ბუნდოვანია .ჯამში ცუდი არ იყო ,ჩემთვის. .წარმატებები როგორც მივხვდი დამლაგებელზე აქვს ავტორს საუბარი,მაგრამ ცოტა ბუნდოვანია .ჯამში ცუდი არ იყო ,ჩემთვის. .წარმატებები
2. არაფერი მომცა
ან რა უნდა მოეცა, მართალი ხართ =) არაფერი მომცა
ან რა უნდა მოეცა, მართალი ხართ =)
1. მძიმე სამუშაო ჰქონია რძე ეკუთვნის ასეთ პირობებში მუშაობისთვის
მძიმე სამუშაო ჰქონია რძე ეკუთვნის ასეთ პირობებში მუშაობისთვის
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|