იმ საბედისწერო დღეს ერთი მილიონი სევდა შეუსრულდა ჩემს ცხოვრებას. თითქოს ჩვეულებრივი დღე იყო, საგადასახადო საქმის გამოცდას ვაბარებდი. თოთხმეტ საათსა და ოცდარვა წუთზე საგამოცდო დარბაზში შევედი. განლაგების ცხრილში საკუთარი სახელი და გვარი ვიპოვე, ჩემი ადგილის კოორდინატების გასწვრივ ხელი მოვაწერე, კონსპექტები ჩავაბარე, უკან მოვბრუნდი და 13 2 სექტორზე დავჯექი. ჯერ კიდევ რიგზე იყო ყველაფერი. მალე საგამოცდო კურატორი მომიახლოვდა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მთხოვა. კურატორს უხასიათოდ შევხედე, შარვლის უკანა ჯიბიდან საფულე ამოვიღე, შიგ პირადობის მოწმობა ვიპოვე და კურატორს გავუწოდე.საკუთარი სხეულის სიმსუქნით და სტუდენტების ხმაურით გადაღლილი კურატორი რამოდენიმე წამი ადარებდა ერთმანეთს პირადობის მოწმობის სურათს და ჩემს ანფასს. ბოლოს როგორც იქნა იპოვა საერთო ამ ორ პორტრეტს შორის, სამუშაო რვეული თეთრი ხელთათმანივით მომიგდო და უკან მიბრუნდა. რამოდენიმე წამი მეც ვუყურე ჩემი პირადობის მოწმობაზე გამოსახულ სურათს, მის გასწვრივ განლაგებულ წარწერებს საფლავის ქვის ეპიტაფიასავით აღიქვამდა უძილო თვალი. გამოცდა დაიწყო. კურატორებმა საგამოცდო წესები გაგვაცნეს და გვირჩიეს მხოლოდ საგამოცდო საკითხებზე გვეფიქრა. დარბაზში 665 სტუდენტი იჯდა. კალამი ავიღე და რვეულის შევსება დავიწყე, ნელ-ნელა მოვხაზე ჩემი სახელის პირველი ასო, მერე მეორე და სწორედ ამ დროს, როცა მესამე ასოს უნდა დამეწერა თვალთ მიმიბნელდა, საგამოცდო დარბაზი ტყედ იქცა, სრულიად შეიცვალა გარემო, ჩემ წინ საგამოცდო რვეულის ნაცვლად ზამთრის სიცივისგან განადგურებული წიფლის და ურთხმელის ფოთლები ეყარა, ციოდა. ირგვლის ხეების თითქმის ის რაოდენობა იყო რაც სტუდენტებისა დარბაზში და მეც ისევე ვიყავი ამ ხეების ნაწილი ტყეში, როგორც საგამოცდოში სტუდენტების.ვერ მივხვდი რა მოხდა, წამოდგომა დავაპირე მაგრამ მივხვდი ამის ძალა არ შემწევდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ბუნება პანაშვიდზე მოსულიყო ჩემთან. რა ხდება? -ვკითხე გაოგნებულმა საკუთარ თავს,თუმცა პასუხის გამცემი არავინ ჩანდა.შევამჩნიე თვალები ცრემლით მქონდა სავსე, არ ვიცოდი რა მატირებდა, თუმცა ისევ მომინდა ტირილი, ღმერთო ჩემო, ცრემლი შემშრობოდა... -ჰეი აფთარო,- მომესმა ხმა უკნიდან, -ეს ვინ წამომჯდარა და ღნავის კატის კნუტივით? -აბა საით? მოისმა მეორე ხმა უფრო ახლოდან. - წინ გაიხედე მშრალი ჭისკენ,- გაისმა პასუხი. -ეს? ეს ერთი იდიოტია, სატრფო გარდაეცვალა და არც კი გაუგია. დღეს ვუთხარი შუადღისას, გამოცდას წერდა ბიჭი, არ დამიჯერა და აქამდე მსდია.უნდა რომ დავუბრუნო. მე სული ვთხოვე სანაცვლოდ, თანახმა იყო, მაგრამ სულელურად მოვიქეცი, სანამ ვეტყოდი მანამ უნდა მეთხოვა, ტკივილს ვერ გაუძლო და სადღა აქვს სული?! ასე დაძრწის მოჩვენებასავით. -აფთარო ეგ შეცდომა როგორ დაუშვი?- გადაიხარხარა შავი მუზარადით მოსილმა. - რავიცი, რას აღარ გაიგებ, აი გეტყვი მსგავსი რამ არ მსმენია, ის სხეული ცოცხალია, სული მოკვდა მისი მხოლოდ, გესმის შავო, გუშინ ნახა, ქალმა ისე ჩაუარა თითქოს არაფერი, სინამდვილეში ის, ვინც ამ ვაჟბატონს შეუყვარდა მასში აღარ არის, იმ ქალმა გააქრო იგი, მე დავეხმარე მის გაქრობაშიო შუასკნელის მორიგემ მითხრა,ქალმა ურცხვად მოატყუა ვაჟი, დიდი ხანია მის სხეულში ცხოვრობს, ვაჟის გული ისე არის სავსე დიდი სიყვარულით, ვერას მიხვდა, მსგავსი რამ მე არ მინახავს, რომ გაიგო სატრფოს გარდაცვალება სული განუტევა, არადა ხედავ? ცოცხალია, აი ნახე ცრემლს იწმენდს, სული აღარ აქვს მხოლოდ, არადა შემეძლო მისი სულის ნაცვლად სატრფო დამებრუნებინა მისთვის. - აფთარო, მართლაც რა დაუნდიბელი ხარ, ცოტა მშვიდი ხმით გაეპასუხა შავმუზარადიანი, რა ხდება ახლა მათ შორის? -არაფერი რა უნდა ხდებოდეს, მათ საერთო არაფერი აქვთ, ის ქალი აღარ არსებოს, მის სხეულში სხვა ცხოვრობს, ვაჟი ტირის ცრემლი გაუშრა, ელოდება კია სატრფოს დაბრუნებას, წერილებს წერს, თუმც მისამართი არ იცის. თოვას ელოდება, მის სატრფოს უყვარდა თოვა ღამით, ფიქრობს მაშინ როცა მოთოვს ღამით გაიღვიძებს და წერილის კითხვას დაიწყებს, ჰგონია რომ აუცილებლად მიაწვდენენ ფიფქები მის ხმას თავის სატრფოს, ხედავ? მართლა იდიოტია.ასე ზის და ტირის, იმედი მაინც შერჩენია რომ დაბრუნდება მისი სატრფო, ნამდვილი იდიოტია.აი ნახე ისევ ტირის. -აფთარო ნამდვილად აღარ არსებობს მისი სატრფო? -არა, ხომ გითხარი, სხეულიღა არის მისი მხოლოდ ცოცხალი და სხვა სული ცხოვრობს მასში, ამ ვაჟბატონს მისი არაფერი უნდა, ამბობს არაფერი გააჩნია ღირებულიო,გული უკვდება როცა ხედავს როგორ გაანადგურა ვიღაცამ მასში მისი სატრფო და მისი ადგილი დაიკავა, არადა იგი არაფრით ჰგავს თავის სატრფოს. მალე ეს ვაჟბატონიც ჩაბარდება ჰადესს ვფიქრობ, ჰა შენ რას იტყვი?- ჰკითხა შავმუზარადიანს და გულუხვად გადაიხარხარა. - როგორ შეიძლება მისი სატრფოს დაბრუნება? -წარბშეკვრით იკითხა შავმუზარადიანმა. -მე რა ვიცი, შვასკნელის მორიგეს ჰკითხე, მაგრამ მეეჭვება დააბრუნოს, რაღად გინდა, ამ ვაჟბატონს სული მაინც აღარ აქვს, რაში გაუცვლი სატრფოს? - სატრფოს თუ დაიბრუნებს მკვდრეთით აღდგება მისი სული და ექნება. -სულელო გგონია სატრფოს თუ დაუბრუნებ მერე პატიოსნად მოიქცევა და დანაპირებ სულს ჩაგაბარებს? სულ გაგიჟდი, ნეტა რას როშავ. ანდაც რა წესია, აქ თუ რამის გამორჩენა შეიძლება რად ერევი ჩემს საქმეში, დაგასწარი იგი ჩემია, წადი სხვა ნახე, სულის გამყიდველწბის მეტი რა არის ამ წყეულ ადამიანებში, ორი ბეწვის ქურთუკი კმარა ზოგს და სამუდამოდ შენი გახდება. - რა დაუნდობელი ხარ აფთარო, მაგრამ მეც შენნაირი ვარ, სინანულით აღმოხდა შავმუზარადიანს,-მერედა ვინ გითხრა რომ სულს ვთხოვ სატრფოს სანაცვლოდ? წყეულო, გადი გამეცალე, მე მის მხარეს ვარ, ნუთუ დაგავიწყდა ერთ დროს მხრებზე ფრთები გვქონდა და მათთვის ვიღწვოდით, სისხლის ნაცვლად ციური მანანით ვიკვებობოდით და ამ წყეული გეენის დარაჯებიც არ ვიყავით, მერე კი ჩვენმა სულმა დაგვამარცხა და ამ დღეში ვართ ახლა. გამეცალე!- თქვა შავმუზარადიანმა და თვალები მილულა, თითქოს გამოსავლის ძებნაზე ფიქრი დაიწყო. - ჰეი შავო გააფრინე?- გადაიხარხარა აფთარმა,- ყოველთვის ვიცოდი რომ სუსტი იყავ, სიყვარულმა დაგადნო ასე შე ლაჩარო, შენ არ გაიძახოდი სიყვარული ადამიანებმა მოიგონეს რათა მეტი სახელი მოეხვეჭათო? ეგრე ხომ ცხოველებიც ღვრიან ცრემლს როცა ერთმანეთს შორდებიან. გონს მოეგე შავო, სიყვარულს რომ ძალა ჰქონდეს ამ ვაჟბატონს, ეხლა რომ შენ წინ ღნავის, სატრფო გვერდით ეყოლებოდა. ვერ ხვდები სულელო? სიყვარული ჩვენთვის არის შექმნილი დაუნდა გამოვიყენოთ იგი ჩვენ, სიყვარული ლანგრით მოგვართმევს ხოლმე ადამიანთა წარწყმენდილ სულებს, მთავარია სწორი დრო და ადგილი ვიცოდეთ, რა დროს სად უნდა დავხვდეთ და მივიღოთ მისგან ეს საჩუქარი, აი ხედავ? მე უბრალოდ დავაგვიანე თორემ ერთ - ერთი მათგანი შენ წინ ზის. ხედავ? სიყვარულმა მომგვარა მე იგი. აზრზე მოდი შავო, რა ჯანდაბა დაგემართა?! - მე სწორედ ახლა ვარ გონს, სიყვარული საზრდოა სულისა, ხედავ ?როგორც კი სიყვარული დაკარგა სულიც მოკვდა მასში, შენ რა გესმის, გამეცალე აფთარო! ამ სიყვარულმა წარსული გააღვიძა ჩემში, მახსოვს თეთრი ფრთები მქონდა, ღმერთისაგან საჩუქრები მიმქონდა მიჯნურთათვის, სიცოცხლეს ვუხალისებდი, ჟრუანტელი მივლის ის სიამოვნება რომ მახსენდება რომელსაც მათი სიხარულით ვიღებდი, ადამიანთა სულებს მაშინ ვიბარებდი მხოლოდ როცა მათი გარდაცვალების დრო დადგებოდა, ხელს სათუთად შემოვხვევდი, ვცდილობდი უმტკივნეულოდ ამომესვენებინა მათი სხეულიდან, ორმოცი დღე და ღამე დავსეირნობდით ერთად შუასკნელს,რათა ნელნელა გამომშვიდობებოდა ჩვეულ სიცოცხლეს, მერე კი წინ რარვუძღვებოდი უფლისკენ მიმავალ გზზაზე, ბევრ ცოდვილს უფალთან შესახვედრად ვამზადებდი და ბევრი მათგანი გადამირჩენია ჯოჯოხეთის ცეცხლს, მერე კი საკუთარმა სულმა დამამარცხა აფათარო და მეც შენნაირად ვიქეც და აი ახლა... - სიტყვა ვეღარ დაასრულა, თვალები ნელ -ნელა ცრემლით აევსო, სახე შავი ხელებით დაიფარა და გაჩუმდა. „აფთარმა“ რაღაცის თქმა დააპირმა მაგრამ უცბად გაშეშდა, შავმუზარადიანი ნელნელა გასწორდა მხრებში, რამოდენიმე წამში თეთრ კვამლში გაეხვა მთლიანად, ბურუსიდან ძნელად შესამჩნევად მოჩანდა როგორ იზრდებოდა მის მხრებზე თეთრი ფრთები, კიდევ რამოდენიმე წამი და ბურუსი გაქრა შავმუზარადიანი უკვე თეთრ ფაფუკ სამოსელში გახვეულიყო, მიწიდან ერთი მეტრით მოშორებით დაცურავდა სივრცეში და ჩემკენ იყურებოდა „აფთარმა“ სიტყვა ვეღარ დაძრა და გსროლილი ტყვიასავით გავარდა ჩრდილოეთისკენ. თეთრი ამგელოზი დაბლა დაეშვა, სადღაც შორიდან უხილავ მზეს ირეკლავდა მისი ნამიანი თვალები,მომიახლოვდა თვალზე ცრემლი მომწმინდა და ამ ცვარით შუბლზე ჯვარი გადამწერა,ნელნელა სული ვიგრძენი სხეულში... თვალი რომ გავახილე თეთრი ანგელოზი აღასად ჩანდა. შავი მუზარდის ნამსხვრები ნელ -ნელა მიჰქონდა წყალს. აღმოსავლეთის მხრიდან წამოჭიმულიმული მთიდან მზემ ამოჰყო თავი თითქოს ამ წარმოდგენის სანახავად მოსვლა დაეგვიანებინა, ირგვლივ მიმოიხედა, რამოდენიმე ადგილას ხეზე ჩამოკიდებულ ყინულის ლოლოებს შემოჰხვია სხივები და ახალშობილი ბავშვივით აატირა ისინი... ............................................................................................................................................. საგამოცდო დარბაზი უკვე დაცლილიყო. კურატორი მომიახლოვდა, -დასაძინებლად მოხვედი აქ? დრო ამოიწურა! - ჩაილაპარაკა ცივი მზერით და მაგიდადნ ჩემი ცარიელი სამუშაო რვეული აიღო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. პირველ წინადადებაზე დავხუჭე თვალი და კითხვა განვაგრძე =)
საინტერესო გადასვლა იყო, იმედისმომცემი =) თუმცა მერე ზედმეტად გაიწელა. ფინალიც ზუსტად ისეთი, როგორსაც ველოდი პირველ წინადადებაზე დავხუჭე თვალი და კითხვა განვაგრძე =)
საინტერესო გადასვლა იყო, იმედისმომცემი =) თუმცა მერე ზედმეტად გაიწელა. ფინალიც ზუსტად ისეთი, როგორსაც ველოდი
2. მადლობა ჭა :* მადლობა ჭა :*
1. "სიყვარული საზრდოა სულისა, ხედავ ?როგორც კი სიყვარული დაკარგა სულიც მოკვდა მასში..." ამაში გეთანხმებით გრაფ...:-*
სიმართლე რომ ვთქვა უფრო მეტს მოველოდი...წინა ნაწერებიდან გამომდინარე...თუმცა არაა ცუდი... +3
"სიყვარული საზრდოა სულისა, ხედავ ?როგორც კი სიყვარული დაკარგა სულიც მოკვდა მასში..." ამაში გეთანხმებით გრაფ...:-*
სიმართლე რომ ვთქვა უფრო მეტს მოველოდი...წინა ნაწერებიდან გამომდინარე...თუმცა არაა ცუდი... +3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|