ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფიქრის მხატვარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 ივნისი, 2014


შენი წილია

როცა არ ჭამდი პურს და ამბობდი,
რომ უკვე ჭამე და ეს ჩემი წილია
შუაზე ვყოფდი..

როცა არ ვჭამდი პურს და ვამბობდი,
რომ უკვე ვჭამე და ეს შენი წილია
მთლიანად მაძლევდი
და მე ისევ შუაზე ვყოფდი.

მუცელზე მაგრად ვიჭერდით ხელს,
რომ ოცნებებივით გაგვეგუდა.
არცერთი გამოგვდიოდა
და ღამე გრძელი იყო
და დღე გრძელი იყო..

ერთჯერადი ჩაიც კი არ იყო სახლში,
ლუკმა-ლუკმა მოგონებებს ვჭამდით
მერე კი გულზე გვადგებოდა.

ყველაზე მძიმე კი ის წუთები,
როცა ვერ ვამბობდით:
"მე უკვე ვჭამე, შენი წილია"
უმწეობისგან პურის ნაცვლად ვიმტვრევდით თითებს.

თვალებში შიმშილი
მამაჩემის ფერმკრთალი სახესავით გვედგა.

ახლა კი, როცა მირეკავ
მეკითხები რა ვჭამე.
მე ვჭამე, შენც ჭამე,
მაგრამ მუცელზე ხელის მოჭერა მომენატრა
და პურის ნატეხი, რომელიც შენი წილია დედაჩემო..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები