ყველა პოეტის შეგრძნებაა ათასჯერ დიდი, პოეტის ეზოს ფართობია მიწიდან ცამდე. გეტყვით იმასაც, ვის ეკუთვნის სივრცე ცის იქით, ისც პოეტებს ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე.
ხალხს როცა სძინავს, მაშინ პოეტი ცაში სეირნობს, თვის გრძნობებზე აამღერებს იმ ცის მეგობრებს. პოეტებივით მაღლა ფრენა უნდა შეეძლოს, დედამიწაზე ვინც კი პოეტებს დაიმეგობრებს.
პოეტის სუნთქვა დაყოფილია ამოუხსნელად, პოეტის მზერაც გრძნობებზე ჰყვება და ვერ დახატეს, და ამიტომაც გიჟად შერაცხა ბევრმა პოეტი, ბევრმა შერაცხა, მაგრამ გიჯი ვეღარ გახადეს.
ყველა პოეტის სუნთქვა არის თავისუფალი, ყველა პოეტის გულისცემაც არის ჩვეული. არ არსებობენ პოეტები, ცუდი და კარგი. ლექსით მდიდარი ყველა პოეტი, არის რჩეული.
მე, პოეტების ყოველ სიტყვას მივესალმები, ყოველი სიტყვა შევიგრძენი ათასჯერ მეტად. დედამიწაზე პოეტებთან, თუ ვერ ვიქნები მუზის ფრთებს გავშლი და ცაში ვიფრენ, ლექსებთან ერთად.