 | ავტორი: ლია 1990 ჟანრი: პროზა 8 ივნისი, 2014 |
06:00 საათზე მაღვიძარამ დაიწკრიალა. შუბლგაოფლილმა თვალები მოიფშვნიტა და ხელების ფათურით იპოვა მობილური.ეკრანის შუქით გავიდა სამზარეულოში,დალია ყინულიანი წყალი და დაიწყო ჩაცმა. თეთრი პერანგი და ლურჯი ქვედაბოლო კარგად შეუხამა,როგორც დედა ეტყოდა ერთ დროს გენიალურობა მის სილუეტში იყო. არ იყო ბედნიერი,არც უბედური. სიგარეტს მოუკიდა და მთელი შესუნთქული სამყარო ჰაერში გააბოლა. სავარძელს დახედა ისევ,ძველი სუნი იგრძნო. არ იყო გულჩვილი ქალი( ჰო უკვე ქალი) ,მაგრამ დედასთან გატარებული გიჟი დღეები არ და ვერ მოიშორა სევდის ჩრდილიდან. ვერც ის დღე ეტლი ,რომ უყიდა დედას. სიგარეტით კედელი ამოწვა და ეტლის გატანა დაიწყო. ბევრი იწვალა,მეზობლის კაციც არ დაიხმარა ,ხელი აუქნია.საუბარი აღარ შეეძლო,ცოტაც და აღრიალდებოდა,გრძნობდა დედის ნაწილს ამ სავარძელში ,დედის ერთი ღერი თმაც აქ იყო. ცრემლებს და ცხვირს იწმენდდა . მანქანაში ჩადო და სასაფლაოსკენ წავიდა. მზე ბრჭყალებს აჩენდა და სიბნელეც დუმდებოდა. ეტლი ქვასთან დადგა,ჩაჯდა ,პლედი გადაიფარა და დღიურის წერაც დაიწყო. 1999 წელი.22 ივნისი. 07:00 საათი . მე და დედა ერთად ვხვდებით ალიონს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დედა! განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვარ ამ თემის მიმართ.
კარგია. დედა! განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვარ ამ თემის მიმართ.
კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|