ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სუკუბუს
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2014


თითქოს

                "Together We Stand
                  Divided We Fall..." 
                                                Pink Floyd - Hey You


სიტყვებს ვერ ვინახავ უთქმელს,
თუმცა სხეულს ცრემლი მითოვს,
ისე მომენატრე უკვე
წლები არ მენახე თითქოს...

ბინდი გადამეკრა ძლეულს,
სევდა მეპარება ბეჩავს,
ეს რა დაგვემართა წლეულს,
სული უშენობას ღეჭავს...

წარსულს მოვინატრებ კრძალვით,
ფიქრებს შემოვარტყამ სარტყელს,
ეშმა მოგვეპარა მალვით,
უცხო სისადავით მამხელს...

სითბო შემოაკდა სხეულს,
გრძნობა მოვიხურო მინდა,
წყენას შემოხედე ნთხეულს
-იქნებ არაფრად არ ღირდა...

გულზე კაპილარებს მათლი,
სისხლმა მეც თავისი მიყო,
მე თუ ავაზაკად ჩამთვლი,
მინდა ქრისტეს მარჯვნივ ვიყო...

სიტყვებს ვერ ვინახავ უთქმელს,
თუმცა სხეულს ცრემლი მითოვს,
ისე მომენატრე უკვე
წლები არ მენახე თითქოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები