ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2014


ქალო შეფუთე საკინძე (ძველი რვეულიდან)



მთვარე, ნაქურდალ სხივებით,
ცივ ნათელს აფენს ნაპირზე.
ქალო, შეიკარ, დამალე,
ქალო შეფუთე საკინძე!

თორემ ვაჟკაცის ნამუსი,
ისე მორცხვი და უტყვია,
თვალს აგარიდებს, -და შენს თავს
მოსტაცებს ვიღაც ურცხვი და

მერე რომ არ შეაჭამოს
ჯავრი იმ სოფელდასალევს,
შენ აპატიებ?!-რომ მარტომ
სწიო ჭაპანი მანამდე

სანამ, -დადგება წუთები
ძეთაგან შურისძიების,
სანამ დადგება ღრუბელი
დენთის და არპატიების?!.

არამგონია გიშველოს
ცრემლმა, ტუჩთან რომ აკინძე,
ამიტომ გირჩევ, -დამალე,
ქალო შეფუთე საკინძე..!

2004წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს