 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 9 ივნისი, 2014 |
ვიცი, სიტყვას არ შემაწყვეტინებ, ამიტომ გეტყვი: ღმერთო, მოვყავარ უღელტეხილებს, შენსკენ და... ვერც კი... ქარები ისევ ცხენებს იცვლიან - საესტაფეტოს. რა მოსჩანს ღმერთო, ნეტავ იმ ციდან?.. - ნეტავ დავხედო... შორს გავიხედო, - არ მინდა მეტი. კვალი, წერტილებს დამგვანებია - ფაფუკს და წყვეტილს და რაც მეტს იკლებს, მეტად ვმძიმდები. როგორ გავხედნო (ბევრჯერ მიცდია...) ეს ქართა რემა?.. - გკითხავ: (ვთავხედობ...) რა სჩანს იმ ციდან?
მითუფრო მეტს გთხოვ (ვიცი) ხანდახან, როცა მჭირდები, მაგრამ, ო, ღმერთო, ნეტავ სადა ხარ? და რა ხიდებით მოვიდე შენთან, რა ქარს გამოვყვე დასალიერში?.. სად არის ნეტავ შენი სამოთხე?.. ჭკუიდან შემშლის ქართა სიავე - თავს ვუკვირდები: შორს გადამლახა უკვე ამ გზებმა, - დამრჩა იმედი, ლოცვა და მარხვა, რასაც გულიდან, ეს გზებიც ვერ შლის და ვერ ამოკლებს (როცა, თითქოსდა, მიხუტებ - შენს შვილს - შენს მეამბოხეს...).
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მაგარია. 5. მაგარია. 5.
6. საინტერესოა. საინტერესოა.
5. მადლობის მეტი რა მეთქმის? :) გაიხარეთ, ნეფერტარ! მაგრამ, რატომ გამიკვირდება? :) განა იმიტომ გეკითხებით, რომ შედევრი დავწერე და რა გასაკვირი ეგაა-თქო :დ ისე დამაინტერესა, გაკვირვება-არგაკვირვების მიზეზმა და ამის აღნიშვნის საჭიროებამ:)
მადლობის მეტი რა მეთქმის? :) გაიხარეთ, ნეფერტარ! მაგრამ, რატომ გამიკვირდება? :) განა იმიტომ გეკითხებით, რომ შედევრი დავწერე და რა გასაკვირი ეგაა-თქო :დ ისე დამაინტერესა, გაკვირვება-არგაკვირვების მიზეზმა და ამის აღნიშვნის საჭიროებამ:)
4. გაგიკვირდება და ხუთი ქულა დაგიწერე. გაგიკვირდება და ხუთი ქულა დაგიწერე.
3. გაიხარეთ! მადლობა დიდი :) გაიხარეთ! მადლობა დიდი :)
2. მომეწონა... უფალს ისინი პოულობენ, რომლებიც ეძებენ... ყოველ შემთხვევაში მე ეს მანუგეშებს:)) მომეწონა... უფალს ისინი პოულობენ, რომლებიც ეძებენ... ყოველ შემთხვევაში მე ეს მანუგეშებს:))
1. რატომღაც მგონია, რომ ღმერთს მეამბოხეები ძალიან უყვარს. თუნდაც იმიტომ, რომ გულწრფელები არიან. :) რატომღაც მგონია, რომ ღმერთს მეამბოხეები ძალიან უყვარს. თუნდაც იმიტომ, რომ გულწრფელები არიან. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|