 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 3 დეკემბერი, 2008 |
უნაფეხურო თოვლი არის, გაუკვალავი.
ისე მშვიდად წევს, ისე სძინავს, თუ კარგად არ მიაყურადე, ანდა უჩუმრად ხელისგული ბაგეებთან არ მიუტანე, ვერ გაიგებ, სუნთქავს თუ არა.
დღისითაც, როცა კიბეზე ადის, ანდა ხეზე აძრომას ცდილობს, სულ მეშინია, არ დაუბერო და ბუშტებივით ავსებულმა, სუფთა ფილტვებმა უცებ შენსკენ არ ამოასწრაფონ, ჩემო იესო!
ნუ მოინატრებ! ჩემი არის, ჯერ მე მიჭირავს, ვებღაუჭები, ვიდრე მიწაზე ორივე ფეხით დაამყარებს პირველი ცოდვა.
1883
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ლინდა ძვირფასო! ჩანს, ახალბედა ბრძანდებით.საკუთარ ნაწარმოებზე კომენტარის დაწერა აქ ჩვეულებრივი ამბავია. იმედ მაქვს,სხვა დროსაც დამიტოვებთ გულწრფელ გამხმაურებებს დებორას,დიოტიმასა და ველისციხელის ნიკით დადებულ ნაწარმოებებზე.
ნინო დარბაისელი ლინდა ძვირფასო! ჩანს, ახალბედა ბრძანდებით.საკუთარ ნაწარმოებზე კომენტარის დაწერა აქ ჩვეულებრივი ამბავია. იმედ მაქვს,სხვა დროსაც დამიტოვებთ გულწრფელ გამხმაურებებს დებორას,დიოტიმასა და ველისციხელის ნიკით დადებულ ნაწარმოებებზე.
ნინო დარბაისელი
17. და დებორაც ხომ თქვენ ხარ? მე მგონი არ მეშლება.... საკუთარ თავს უწერთ კომენტარებს????? :) და დებორაც ხომ თქვენ ხარ? მე მგონი არ მეშლება.... საკუთარ თავს უწერთ კომენტარებს????? :)
16. ორივე ფეხით დაამყარებს პირველი ცოდვა.
უცებ შენსკენ არ ამოასწრაფონ,
უნაფეხურო თოვლი არის, გაუკვალავი.
უნაფეხურო თავისთავად ხომ გაუკვალავია?
და რაღაც ეს დაკოპირებული ფრაზები ვერ გავითავისე....
შეუფასებლად ვტოვებ ორივე ფეხით დაამყარებს პირველი ცოდვა.
უცებ შენსკენ არ ამოასწრაფონ,
უნაფეხურო თოვლი არის, გაუკვალავი.
უნაფეხურო თავისთავად ხომ გაუკვალავია?
და რაღაც ეს დაკოპირებული ფრაზები ვერ გავითავისე....
შეუფასებლად ვტოვებ
15. ძალიან კარგია ძალიან კარგია
14. ''ორივე ფეხით მიწაზე დგომა '' - იდიომატური გამოთქმაა და ნიშნავს რეალისტად ყოფნას. /ორივე ფეხით მიწაზე დგას ანუ მყარად დგას, თანმიმდევრული რეალისტია/. მე ეს იდიომი გამოვიყენე,ოღონდ ზმნა დამყარების ორმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაც შევრთე. ერთია დამყარება,მაგალითად წყობისა,წესრიგისა, მეორეა მყარად დაყენება - პოეტური ოკაზიონიზმი.
``ორივე ფეხით მიწაზე დგომა `` - იდიომატური გამოთქმაა და ნიშნავს რეალისტად ყოფნას. /ორივე ფეხით მიწაზე დგას ანუ მყარად დგას, თანმიმდევრული რეალისტია/. მე ეს იდიომი გამოვიყენე,ოღონდ ზმნა დამყარების ორმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაც შევრთე. ერთია დამყარება,მაგალითად წყობისა,წესრიგისა, მეორეა მყარად დაყენება - პოეტური ოკაზიონიზმი.
13. ჯერ კიდევ როდის!.......+5 ჯერ კიდევ როდის!.......+5
12. ჯერ კიდევ როდის!.......+5 ჯერ კიდევ როდის!.......+5
11. ჯერ კიდევ როდის!.......+5 ჯერ კიდევ როდის!.......+5
10. ჯერ კიდევ როდის!.......+5 ჯერ კიდევ როდის!.......+5
9. ორივე ფეხით დაამყარებს პირველი ცოდვა. ეს გაუგებარია ან ძალიან ჩახლართული, მანამდე კი ლექსი მომეწონა რაღაც სითბოს არღვევეს არა? ;) ორივე ფეხით დაამყარებს პირველი ცოდვა. ეს გაუგებარია ან ძალიან ჩახლართული, მანამდე კი ლექსი მომეწონა რაღაც სითბოს არღვევეს არა? ;)
8. ჰოო, მაგრამ თუ მას ნაფეხურები ეტყობა უკვე გაკვალულია: ჰოო, მაგრამ თუ მას ნაფეხურები ეტყობა უკვე გაკვალულია:
7. ჩემი ფიქრით,ამ ლექსის სუსტი მხარე მის დასაწყისშია.მკითხველისათვის ბუნდოვანი რჩება,ეს უნაფეხურო,გაუკვალავი თოვლი საწოლის თეთრეულია,თუ ბავშვი,რომელიც საწოლში წევს. თუ საწოლის თეტრეული იგულისხმება,იგი უკვე გაკვალულია ბავშვის სხეულით,ხოლო თუ ბავშვია ნაგულისხმევი,მაშინ სურათი თეთრ ფონზე თეთრი გამოსახულება - სახეობრივად წარუმატებელია. ჩემი ფიქრით,ამ ლექსის სუსტი მხარე მის დასაწყისშია.მკითხველისათვის ბუნდოვანი რჩება,ეს უნაფეხურო,გაუკვალავი თოვლი საწოლის თეთრეულია,თუ ბავშვი,რომელიც საწოლში წევს. თუ საწოლის თეტრეული იგულისხმება,იგი უკვე გაკვალულია ბავშვის სხეულით,ხოლო თუ ბავშვია ნაგულისხმევი,მაშინ სურათი თეთრ ფონზე თეთრი გამოსახულება - სახეობრივად წარუმატებელია.
6. თოვლზე მხოლოდ ნაფეხურების კვალი როდი რჩება.მისი გაკვალვა მრავალნაირად შეიძლება:მარხილით,ნიჩბით,ბოლოს ,არსებობს საგანგებო საკვალავი მანქანებიც. ამ სახის აზრია.თოვლს არ ამჩნევია არც რაიმე ნაფეხური,არც რაიმე სხვა კვალი. თოვლზე მხოლოდ ნაფეხურების კვალი როდი რჩება.მისი გაკვალვა მრავალნაირად შეიძლება:მარხილით,ნიჩბით,ბოლოს ,არსებობს საგანგებო საკვალავი მანქანებიც. ამ სახის აზრია.თოვლს არ ამჩნევია არც რაიმე ნაფეხური,არც რაიმე სხვა კვალი.
5. გაუკვალავი უკვე უნაფეხურო არააა? გაუკვალავი უკვე უნაფეხურო არააა?
4. ძალიან მომეწონა :) ძალიან მომეწონა :)
3. იოჰანის კომენტარში ვარ :) იოჰანის კომენტარში ვარ :)
2. ნუ მოინატრებ! ჩემი არის, ჯერ მე მიჭირავს, ვებღაუჭები, ვიდრე მიწაზე ორივე ფეხით დაამყარებს პირველი ცოდვა.
ძლიერია ნუ მოინატრებ! ჩემი არის, ჯერ მე მიჭირავს, ვებღაუჭები, ვიდრე მიწაზე ორივე ფეხით დაამყარებს პირველი ცოდვა.
ძლიერია
1. მხოლოდ 2 ქულის დაწერის უფლება მაქვს და ერთს ვწერ :) მხოლოდ 2 ქულის დაწერის უფლება მაქვს და ერთს ვწერ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|