ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისიქითელი
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2014


*** (შემთხვევით ნაპოვნი ლექსი)

მთვარემ თქვა მთისა მქვიაო,
აქ არის ჩემი ბინაო,
ქარაფს როს მოვეკიდები
ა იმ დროს ყველას სძინავსო.
ერთ გულს ვიოხებ ყოველღამ,
ლამის რომ გამაგიჟაო,
იმ ერთი წუთის გულისთვის
ცაზედ რომ გამამკიდაო.
ჩამოვივლიდი ყოველღამ,
ერთს შევხედავდი ტკბილადო,
მე ზღაპარს წავუკითხავდი,
თოვლს გავუთბობდი მზითაო,
ალბათ სიზმარსაც გეტყოდი
იმ ღამით დანასიზმრსაო
და ამბავს მოვაყოლებდი -
ნეტავი გულში ვინ გყავსო,
ამ ერთი წუთის გულიზედ
ცაზედ რომ გამამკიდაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები