ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2014


უკვდავების სანაპირო

ოჰ რა თბილი თბილი ზღვაა
მიყვარს ამ ზღვის ყველა წვეთი
ის ნაპირი ხომ სულ სხვაა
საოცნებო აფხაზეთი

მიდი ჩქარა ჩქარა ჩქარა
არ ყოფილა თურმე ახლო
ტალღამ შენსკენ გამაქანა
მინდა ერთხელ კიდევ გნახო

ფიქრთა ტბაზე მთვარედ ელავ
მთვარედ ელავ  სერაფიმო
ის შენთვის შენთვის ვღელავ
უკვდავების სანაპიროვ…

სადღაც გაიღვიძა ქარმა
ექო შემოგვძახეთ მთებო
გვიხმო მშობლიურმა ზარმა
დროა დროა პოეტებო


უკვე მერამდენე მარტი
გულში ჩარჩენილი ტყვია
ისე აღარ ჰყვავის ვარდი
მარტო მოწყენილა ია

და ამ უიღბლობის დროში
შენზე მოგონებით ვთვრებით
მოვალთ მშობლიური დროშით
და ზღვის თეთრი იალქნებით

გრძნობით ჩაგჩურჩლებ ყურში
თეთრო ოცნებების მხარევ
მე კვლავ ჩაგიხუტებ გულში
ჩემო ავფაზეთს მთვარევ



მეტი რაღა გითხრა რაღა
გითხარ რაც ფიქრები მღრღნიდა
შენ ზღვის უდიდესო ტალღავ
გნახო კიდევ ერთხელ მინდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები