ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2014


### (სინიორინა!...)

###
სინიორინა!
სენიორიტა,
ან ფროილაინ,
ან როგორც გნებავთ!
თქვენ გოგონავ!
თქვენ ახალგაზრდავ!
წამოდით მთებში!
ამ ნოვაციებს,
ამ მიღწევებს,
ამ ნახშიროჟანგს
ძირიც გავარდეს, დრო გამოჭამს.
ნუ იუარებთ!
ნუ იუარებთ!
თქვენ ერთი-ერთში გაიხსენებთ, ჩვენს ამ შეხვედრას.
მე კი ვიქნები, სადმე ფერდობს შეფენილ ნისლში
და ვერც გავიგებ
და ვერც ვიგრძნობ
და ვერც ვიხილავ -
თქვენ გადმოდგებით აივნიდან და სევდით იტყვით:
„ეჰ! გავყოლოდი
იმ მთებში და იმ მთებს იქითაც“ -
და ნაოჭებით
გადაღარულ სახით ახედავთ, ზეცას,
რომელსაც მე მთებიდან ვეხები ხელით...
გვიან იქნება.
..................
სინიორინა!
სენიორიტა,
ან ფროილაინ,
ან როგორც გნებავთ.
თქვენ გოგონავ!
თქვენ ახალგაზრდავ!
უარს ამბობთ,
მე უკვე ვხედავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები