ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქარიშხალი
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2014


ფოთოლი

გუშინ საწოლზე წამოწოლილმა დავინახე
ფოთოლი ფანჯრის რაფაზე.
პატარა,
მოცახცახე
ფოთოლი
დილის ნამი რომ ოფლივით ემჩნეოდა კეფაზე.
ვუყურებდი ცოცხალ ფოთოლს თვალებში
პირდაპირ
პირდაპირ
თვალებში
და პირველად ვილაპარაკე გუშინ თვალებით...
დიახ, გუშინ საწოლზე ვიწექი როცა დავინახე ფოთოლი
და მივხვდი აქამდე ყოველთვის მეგონა
ფოთლები იყვნენ
ფოთლები
მეტი არაფერი...
გუშინ საწოლზე წამოწოლილმა კი დავინახე
დაღლილი ფოთოლი
და ჰოი საოცრებავ!
ყველაფერი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს