 | ავტორი: სინა ჟანრი: პოეზია 12 აგვისტო, 2014 |
,,რაა სიცოცხლე ბრძოლა-ჭიდილი, ტანჯვა-ვაება, ცეხლი, გენია, მაინც ეს მხიბლავს, რადგან სიკვდილი, სიკვდილის მეტი არაფერია!"
მინდა გავერკვე ცხოვრების არსში ვიცი, რომ ცხოვრების გზა ია-ვარდებით არ არის მოფენილი. ვიცი, რომ იქნება ბევრი სიხარული, ბევრი სიყვარული, ბედნიერება, მაგრამ, იქნება ტკივილიც, სულის ტკივილი. მე მინდა გამოვცადო ყველაფერი. არ მინდა ვიცხოვრო რაღაც ჩარჩოებში, არ მინდა ვიცხოვრო რაღაც დოგმებით, არ მინდა ვიცხოვრო ჯარისკაცის სიზუსტით! მინდა ჩემი სული ბობოქრობდეს, მინდა ვიგრძნო, რომ მე ცოცხალი ვარ. მინდა ვიყო თავისუფალი. მინდა ვიპოვო ,,ის", ერათადერთი, ჩემთვის შექმნილი ,,ის", ,,ის", რომელიც ჩასწვდება ჩემს სულს. მინდა გავიგო ძირეული, ყველაზე ფასეული, ყველაზე წმინდა, მინდა განვიცადო ყველა ფაქიზი, მაღალზნეობრივი გრძნობა,რომელიც უფალს მიუნიჭებია ადამიანისათვის. გრძნობები, რომლის ირგვლივაც ბრუნავს სამყარო. მინდა ვიცოდე მეტი, მეტი და მეტი მინდა, რომ სამყარო რომელშიც ვცხოვრობ, არ იყოს უცხო ჩემთვის. მინდა ვხედავდე სინათლეს გვირაბის ბოლოს მინდა, რომ იმედი, უფალი, სულ ჩემთან იყოს, მინდა, რომ სასოწარკვეთილება მეუცხოებოდეს, მინდა ვიფრინო, ლაღად ვიფრინო... არ მინდა ვიცხოვრო პრიმიტიული ცხოვრებით, არ მინდა ერთფეროვანი ცხოვრება, მინდა, რომ მუდამ სიდიადისკენ ვისწრაფოდე, მინდა, რომ ჩემს გულში მოვსპო ეშმაკი, მინდა გავთავისუფლდე ბოროტი ფიქრებისაგან.
მინდა, რომ იყოს ღამე, ნათელი ღამე და ბნელში ცაზე ანათებდეს მთვარე, არ ვიცი როდის დავიგვიანე, არ ვიცი როდის ვიჩქარე..
მე მინდა ნდობა, ერთგულება? - ერთგულებაც მინდა. სევდა? - ეგ კი არ მინდა.
მე მინდა ძილი, ფხიზელი ძილი, მე მინდა ოცნება ძალიან ტკბილი, მე მინდა სიზმარი, ლამაზი სიზმარი, მე მინდა ფერი, შვიდივე ფერი, მე მინდა ხინკალი, თუშური ხინკალი.
მე მინდა ვწერო ბევრი რითმები, რითმებში გადავეშვა თავდავიწყებით.
მინდა გადახვევა, ლირიკული გადახვევა, მერე გრძნობებისგან განცდილი თავდახვევა.. და კიდევ ერთი უძილო ღამე და, თავისი საიდუმლოც გამანდო მთვარემ. ამ ფურცლებზე მინდა დავატიო მთელი სამყარო, მაგრამ ,,ის" მეტყვის ჩემი სამყარო მხოლოდ შენ ხარო.
რა არის ცხოვრება? არ ვიცი, მითხარი.. მე ვარ ნიშანი, კითხვის ნიშანი, ამ სამყაროში მე ვარ წერტილი..
სიტყვები თავში მიდი-მოდიან, თან ლაგდებიან, არც ლაგდებიან.. აი ჩემი სულის გამოძახილი: მე მინდა თოვლი, მე მინდა წვიმა, მე მინდა ქარი, მე ასე მინდა! მე მინდა სეტყვა, მე მინდა ნისლი, მე მინდა რითმა, მხატვრული რითმა.
მინდა რომანტიკა, კარგი აკუსტიკა, კარგი კოსმეტიკა, და თვითკრიტიკა!
მინდა მიზანი, ნათელი მიზანი, მე მინდა ბრძოლა, მიზნისთვის ბრძოლა.
მინდა სიცილი, მინდა ტირილი, მინდა თავისუფლება, მინდა სიხარული, მინდა სიყვარული, მინდა სიკეთე, მინდა ბედნიერება, სიცოცხლე მინდა!
2009წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. წარმატებები..
და ის ყველაფერი, რაც გინდა :) წარმატებები..
და ის ყველაფერი, რაც გინდა :)
9. შენც წარმატებებიი ჩემო კარგო :* შენც წარმატებებიი ჩემო კარგო :*
8. ბევრი რამ გინდა, მაგრამ რადგან შენ ამბობ, რომ იბრძოლებ, რათა გქონდეს ეს ყველაფერი, აუცილებლად მიაღწევ. შენი ჩამონათვალიდან მეც მგონი ყველაფერი მინდა, ან რაღაცის უკმარისობა მაქვს მაინც. წარმატებები! ++ <3 ბევრი რამ გინდა, მაგრამ რადგან შენ ამბობ, რომ იბრძოლებ, რათა გქონდეს ეს ყველაფერი, აუცილებლად მიაღწევ. შენი ჩამონათვალიდან მეც მგონი ყველაფერი მინდა, ან რაღაცის უკმარისობა მაქვს მაინც. წარმატებები! ++ <3
7. :)) ეგ ჩემი უფრო ბავშვობისდროინდელია, ასე რო რაღაცები მივიღე უკვე :)) :)) ეგ ჩემი უფრო ბავშვობისდროინდელია, ასე რო რაღაცები მივიღე უკვე :))
6. მინდა სიცილი, მინდა ტირილი, მინდა თავისუფლება, მინდა სიხარული, მინდა სიყვარული, მინდა სიკეთე, მინდა ბედნიერება, სიცოცხლე მინდა!
მოთმინება, მოთმინება, ყველაფერი გექნება.
მინდა სიცილი, მინდა ტირილი, მინდა თავისუფლება, მინდა სიხარული, მინდა სიყვარული, მინდა სიკეთე, მინდა ბედნიერება, სიცოცხლე მინდა!
მოთმინება, მოთმინება, ყველაფერი გექნება.
4. მადლობა ბექა :) მადლობა ბექა :)
3. რაც არ უნდა იყოს კარგად იკითხება +++ ამიტომაც +2 ჩემგან რაც არ უნდა იყოს კარგად იკითხება +++ ამიტომაც +2 ჩემგან
1. ვიცი რომ არ არის მთლად პოეზია, ნუ რაღაც პროზა-პოეზიის ნარევია და ეგეთI ჟანრი არ გვაქვს :) ამიტო დავტოვე პოეზიაში ძალიან ნუ გამკიცხავთ :/
პატივისცემით :) ვიცი რომ არ არის მთლად პოეზია, ნუ რაღაც პროზა-პოეზიის ნარევია და ეგეთI ჟანრი არ გვაქვს :) ამიტო დავტოვე პოეზიაში ძალიან ნუ გამკიცხავთ :/
პატივისცემით :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|