ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრაფი ვერცხლის ჩიბუხით
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2014


შენი ჯვრისწერა სიზმრად

იზრდება უფსკრული ჩვენ შორის,
რარიგად...
შვაღამის ფიქრებად ვიქეცი მე ასე.
სიზმარმა(თან თავს რომ ასაღებს ტარიგად)
ჯვრისწერის სცენარი დამიდგა მეასედ.
ვფიქრობ და ფიქრებიც მხიბლავენ...
რა ვიცი,
ალბათ მსურს, შენი, მით ვისმინო სათქმელი...
ის ვაჟი ყოველღამ სიზმარში დამცინის
და ახლა ღამეა დღესავით ნათელი...
ათასი ოხერი მედება სულზე და
ათასჯერ ვინანე
მე შენგან წასულმა("წასულმა" - ეს მე ვთქვი,ისე კი ნუ ღელავ, შენ, მახსოვს, მაქციე "ოდესღაც წარსულად").
ეს ლექსიც
ცრემლების წმენდის დროს ნაწერი,
სიზმარმა გვაჩუქა
მე და შენ ამ წუთას,
დაუსველებია ცისფერი ზეწარი
შენი მონატრებით გაჟღენთილ
სასთუმალს.
ღამემშვიდობისას გისურვებ,
იძინე!
ვარ სავსე სევდით და
მუზით დაწრეტილი.
ამიტომ ეს ლექსიც,
ვით ავი სიმსივნე,
მაწუხებს
და აჰა -
დავუსვი წერტილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები