ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2014


***

***
ხე და ადამიანი-
ორივე იზრდება
ერთს ჩრდილი ემატება
მეორეს-დარდი.

***
ამაოების ფუღუროებში
არარაობის ბუდეები
შურისგან მოქსოვილი.

***
ღრუბლის კიდეს რომ ჩამოეკიდო
შეიძლება ნავივით აქანავდეს
და დასცვივდეს მზის მარგალიტები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები