 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: თარგმანი 17 ივნისი, 2014 |
იდროვა ამ დრომ, ჟამი იცვლება ამიერიდან, უნდა დატოვო მღელვარე სატრფო - გულის მპყრობელი: ლაღი ოცნება წარსულის ჩრდილით გადის ჩვენიდან - მკვეთრი ტკივილი (ერთი)... და ჩემო, რჩება ყოველი.
საუბედუროდ! მკვეთრი კტივილი იქნება მკაცრი: არასდროს შეგვყრის, რომელიც ძალით განგვაცალკევებს. ცრემლებს სიშორე - ჩემო ძვირფასო - შენს გამო მაცლის, გვაშორიშორებს როცა მანძილი მშობლიურ კერებს.
ჰოდა! ჩვენც გავცდით ბედნიერ წამებს - სხვადასხვანაირს, სიმხიარულე გემოს შეუცვლის ცრემლებსაც უკვე: როცა მე ვფიქრობ თავშესაფარზე - ის ხომ აქ არის - ძირძველ კოშკებში - აშარი წლები და სიჭაბუკე:
როცა ვიდექით ჩვენ ამ გოტიკურ კოშკის ფანჯრებთან, ბაღით ვტკბებოდით, ტბას გავყურებდით, ჭალას - მღელვარეს... ცრემლთა სიუხვე ჩვენ გვიბინდავდა ხედებს მხარეთა და ბოლო მზერით, ამ ხარბი მზერით ვხვრეპდით ერთმანეთს.
ჩვენ ამ ველებზე ქარივით სწრაფი რბენა გვჩვეოდა, ვტკეპნეთ და ვაგეთ დროთა კოშკები სადაც ბავშვებმა; იქ, სადაც ჩრდილი - სირბილით დაღლილს - ჩემი გელოდა, ჩემს მკერდზე გსურდა - მოსასვენებლად მუდამ დაშვება;
რა უნიათოდ ვტკბებოდი თუმცა, შენი მშვენებით, ბუზთა დაფრთხობა, ასე, ერთხელაც არ დავაპირე... ო, როგორ მშურდა თითოეული მათი შეხების, რომ გიკოცნიდნენ მთვლემარე თვალთა ფაქიზ ნაპირებს.
აი ის ტივიც, შეღებილი და ასე პატარა, რითიც მრავალჯერ ტბა გადმოვცურე, შენ რომ მეხილე; ბაღში გხედავდი – ფერდობს ზემოდან – თავი ამყავდა, ო, ჩემო ემა, შენს გამო ვძლევდი უღელტეხილებს.
და დრო აღვსილი სიმხიარულით წარსულს მიეგო, შენ მე დამტოვე, ეს ბედნიერი მდელოც დატოვე; ყველა ამ სცენას მარტო ვთამაშობ, - იმ ბედნიერ დროს... შენს გარეშე კი, რა გააცოცხლებს ამ მკვდარ პლატოებს?
გამოუცდელად ვინ წარმოიდგენს, ვის აქვს უნარი, თუ რა ძალა აქვს უკანასკნელად მოხვეულ ხელებს? ხელთ რომ გეცლება ვისაც ჰყვარობდი, ვისაც უყვარდი, როცა გშორდება გრძელი მშვიდობით, ხომალდი – ხმელეთს.
ეს არის სევდა ჩვენი ცრემლების – მათი სიღრმავე, მათთვის ღელდება ცრემლი ღაწვებზე – მჩქეფარე ცრემლი; უკანასკნელი სიყვარულისგან რომ გაგვრიყავენ; ო, ღმერთო ჩემო! ხვევნის წადილი – უკანასკნელი!
George Gordon Byron - To Emma
Since now the hour is come at last, When you must quit your anxious lover; Since now, our dream of bliss is past, One pang, my girl, and all is over.
Alas! that pang will be severe, Which bids us part to meet no more; Which tears me far from _one_ so dear, _Departing_ for a distant shore.
Well! we have pass'd some happy hours, And joy will mingle with our tears; When thinking on these ancient towers, The shelter of our infant years;
Where from this Gothic casement's height, We view'd the lake, the park, the dell, And still, though tears obstruct our sight, We lingering look a last farewell,
O'er fields through which we us'd to run, And spend the hours in childish play; O'er shades where, when our race was done, Reposing on my breast you lay;
Whilst I, admiring, too remiss, Forgot to scare the hovering flies, Yet envied every fly the kiss, It dared to give your slumbering eyes:
See still the little painted _bark_, In which I row'd you o'er the lake; See there, high waving o'er the park, The _elm_ I clamber'd for your sake.
These times are past, our joys are gone, You leave me, leave this happy vale; These scenes, I must retrace alone; Without thee, what will they avail?
Who can conceive, who has not proved, The anguish of a last embrace? When, torn from all you fondly lov'd, You bid a long adieu to peace.
_This_ is the deepest of our woes, For _this_ these tears our cheeks bedew; This is of love the final close, Oh, God! the fondest, _last_ adieu!
1805.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|