 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 19 ივნისი, 2014 |
ვცხოვრობ ქალაქში,სადაც გზები მარტო დადიან, სადაც იმედი უკვე დიდი ხანია მოკვდა, ყველაზე კარგი გასართობი აქ ხომ დარდია, და სირცხვილია სიკეთისთვის მადლობის მოხდა,
ვცხოვრობ ქალაქში სადაც შვილებს კლავენ დედები, აქ მზე წააგავს ცაზე გაკრულ ბუტაფორიას, ყველა გენიოსს,თაროებზე მტვერი ედება, აქ ხომ კლოუნმა ყველა ერთად აგვიყოლია...
აქ ამ ქალლაქში ღიმილს ელი როგორც მესიას, ჟანგბადზე მეტად ჰაერს დენთის სუნი ამძიმებს, აქ გაჯერებენ,რომ მონობა უკეთესია, და ვინც ოცნებობს-იმას უნდა მიუსამძიმრო...
მაგრამ თუ სული მოინდომებს თავისუფლებას, მე თუ გავბედავ,შენ გაბედავ,გაბედავს ვიღაც, თვალებში ცეცხლი ერთს მაინც თუ არ ჩაუქრება, სხვაც მას მიბაძავს და მოიგლეჯს სახიდან ნიღაბს!
მიდი,მოგბაძავ,შენც მომბაძე,ერთად ვიცინოთ, ვანახოთ ქალაქს,რომ ჯერ კიდევ,აქ ვიღაც აფრენს, აქ უნდა დათბეს,უნდა დათბეს,მორჩა სიცივე, მერე თუ უნდა სხვამ დაიდგას გვირფვინად დაფნა.
აქ უნდა დათბეს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. აი ისეტი იყო შემარტებისკენ რო მოგიწოდებს და წელში გაგმართავს :) მომეწონა 5+ აი ისეტი იყო შემარტებისკენ რო მოგიწოდებს და წელში გაგმართავს :) მომეწონა 5+
10. მიდი,მოგბაძავ,შენც მომბაძე,ერთად ვიცინოთ, ვანახოთ ქალაქს,რომ ჯერ კიდევ,აქ ვიღაც აფრენს, აქ უნდა დათბეს!
კარგია! +++++ მიდი,მოგბაძავ,შენც მომბაძე,ერთად ვიცინოთ, ვანახოთ ქალაქს,რომ ჯერ კიდევ,აქ ვიღაც აფრენს, აქ უნდა დათბეს!
კარგია! +++++
9. აქ ამ ქალაქში ღიმილს ელი როგორც მესიას, ჟანგბადზე მეტად ჰაერს დენთის სუნი ამძიმებს, აქ გაჯერებენ,რომ მონობა უკეთესია, და ვინც ოცნებობს-იმას უნდა მიუსამძიმრო...
კარგი ლექსია, მომეწონა. კორექტურაა რამდენიმეგან.
აქ ამ ქალაქში ღიმილს ელი როგორც მესიას, ჟანგბადზე მეტად ჰაერს დენთის სუნი ამძიმებს, აქ გაჯერებენ,რომ მონობა უკეთესია, და ვინც ოცნებობს-იმას უნდა მიუსამძიმრო...
კარგი ლექსია, მომეწონა. კორექტურაა რამდენიმეგან.
8. მიდი,მოგბაძავ,შენც მომბაძე,ერთად ვიცინოთ, ვანახოთ ქალაქს,რომ ჯერ კიდევ,აქ ვიღაც აფრენს, აქ უნდა დათბეს,უნდა დათბეს,მორჩა სიცივე, მერე თუ უნდა სხვამ დაიდგას გვირფვინად დაფნა.
აქ უნდა დათბეს!
აი ასე რა:)5+++მოგიკითხეეე მიდი,მოგბაძავ,შენც მომბაძე,ერთად ვიცინოთ, ვანახოთ ქალაქს,რომ ჯერ კიდევ,აქ ვიღაც აფრენს, აქ უნდა დათბეს,უნდა დათბეს,მორჩა სიცივე, მერე თუ უნდა სხვამ დაიდგას გვირფვინად დაფნა.
აქ უნდა დათბეს!
აი ასე რა:)5+++მოგიკითხეეე
7. რა კარგია მომეწონა და წარმატებები ავტორო რა კარგია მომეწონა და წარმატებები ავტორო
6. ძალიან ნიჭიერი ავტორი++++++++ ძალიან ნიჭიერი ავტორი++++++++
4. ლიპო,მე წამიკითხავს პეპელასავით რითმებით მოხატული ლექსები...გულამდე ვერ მოუღწევია იმ უბრალო მიზეზით,რომ გარეგნულ ეფექტებზე ორიენტირებულ ავტორს მთავარი რამ_თემა და იდეა გაეპარა ცხრა მთას იქით. რითმა თვითმიზანი არაა ლექსში,მხოლოდ იმისთისაა საჭირო,მელოდიურობა გაგრძნობინოს... ამ ლექსს ყველაფერი აქვს ,რაც საჭიროა სათქმელის გადმოსაცემად და ზედმეტი ფერ-უმარილი არაა საჭირო... თავისი სატქმელი და გულწრფელობა ნამდვილად მოაქვს. ლიპო,მე წამიკითხავს პეპელასავით რითმებით მოხატული ლექსები...გულამდე ვერ მოუღწევია იმ უბრალო მიზეზით,რომ გარეგნულ ეფექტებზე ორიენტირებულ ავტორს მთავარი რამ_თემა და იდეა გაეპარა ცხრა მთას იქით. რითმა თვითმიზანი არაა ლექსში,მხოლოდ იმისთისაა საჭირო,მელოდიურობა გაგრძნობინოს... ამ ლექსს ყველაფერი აქვს ,რაც საჭიროა სათქმელის გადმოსაცემად და ზედმეტი ფერ-უმარილი არაა საჭირო... თავისი სატქმელი და გულწრფელობა ნამდვილად მოაქვს.
3. მადლობა,ვიცი რომ სუსტი რიტმებია,მაგრამ გულის ნადები უნდა მეთქვა და უკეთესად არ გამომივიდა,მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა,ვიცი რომ სუსტი რიტმებია,მაგრამ გულის ნადები უნდა მეთქვა და უკეთესად არ გამომივიდა,მადლობა კიდევ ერთხელ
2. მაგარი ხარ მუხბე! 5 მაგარი ხარ მუხბე! 5
1. მე მიყვარს ლიპარტელიანის პოეზია! ++ კარგია მე მიყვარს ლიპარტელიანის პოეზია! ++ კარგია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|