მორჩა, გათავდა, ყველაფერი ასეა, გალა: მებრძოლი სული დაამსგავსებს შენს სხეულს ტროას, მანამ კი გიწევს ცარიელი დერეფნის გავლა, დერეფნის, სადაც მოგძახიან, რომ უკვე დროა, რომ უკვე დროა, გამოცალო სასმისი ყველა, სულს გაატანო ჰაბიტუსი პოეტის, ლოთის და გიჟი მარტის ქრონიკული, უწყვეტი ხველა, მიაბა ფრენის, სიგიჟის და სიკვდილის მოტივს, მოტივთა ნუსხას კვალარეულს თავში ( არადა იცი, არ არის დრო დუმილის ბოლთის და ფიქრის ) … ინაცვლებ ადგილს ფანჯრებისკენ (გვერდით კარადის, რომელიც რძისფერ აბლაბუდას სხეულში იკრავს). მიიკრავს ქვევით ქვაფენილი შენს (მცირე) ნაწილს, ნაწილს რომელსაც აღმასვლისას ტოვებ ღალატით, ხოლო შუაში ხეთა ქროლვას მოუსმენს აწი (ამიერიდან) ცარიელი, მყუდრო პალატა…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გმადლობთ ! :) გმადლობთ ! :)
2. ძალიან მომეწონა.გალაკტიონის დრამტული ფინალი როგორ ჩაგიტევია ლამაზად დაპოეტურად. ძალიან მომეწონა.გალაკტიონის დრამტული ფინალი როგორ ჩაგიტევია ლამაზად დაპოეტურად.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|