 | ავტორი: შენი ლუ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 19 ივნისი, 2014 |
მიტოვებულია მთაში სახლები მრავლად, ქალაქში რამდენი უსახლკაროაო, ვინ იცის..
მიტოვებულ სახლებს თავისი სურნელი აქვთ. კარს რომ ჭრიალით შეაღებ და ნესტისგან წამოგახველებს. მზეზე გახედავ და რენტგენზე გაშუქებული გულივით დაიწყებს ფეთქვას დიაგნოზი: "აწუხებს მიტოვება, ნესტი და წარსულის ლანდები."
მკერდიდან აცლილ შვილებს ჭერიდან ჩამოსული ცრემლებით რომ დასტირის და ბალახები, წლობით გაუცელავი ბალახები ჩადრივით მოუხურავს. როცა ჩავდივარ სოფელში და შევდივარ ჩემს სახლში, როცა მოვდივარ სოფლიდან და ვტოვებ ჩემს სახლს, მახსენდებიან მიტოვებული სახლები და მრჩება იმედად მოხუცი ბებო და სანამ ის მიგვატოვებდეს, არასოდეს წამომახველებს ჩემს სახლში. მახსენდებიან მიტოვებული მოხუცები და მრჩება იმედად ჩემი თავი. სანამ მე ვარსებობ არასოდეს დაიტირებს ჩემი სახლი მკერდიდან აცლილ შვილებს.
ჭირისუფლებად დნანან კედლები ჭრიალებს კარი, ქარია ალბათ ან დარდისაგან ჭრიალებს კარი,
წარსულის ხმები აგედევნება და სახლი სახლად და კაცი კაცად, რომ აღარ ვარგა, რომ აღარ არის.
ბალახებისგან ჩადრებს იკერავს უჰაერობა.. სუნი აქვს ნესტის, ნაფეხურს ვეღარ იხილავ გზებზე.
ტკბილი ძილისგან გამოფხიზლებას წააგავს აწმყო, წარსულს რომ ებრძვის და მოგონებებს შვილივით ეძებ (რომ დაგეკარგა ქუჩაში, ქარში მისი ხელი, რომ არ გიჭერს ხელზე)
დგანან სახლები თავდახრილები, კედლის კუთხეში გატეხილ აკვანს ქარი არწვეს და წარსულს აძინებს,
ჰო, ყველაფერი დაგავიწყდებათ, ჭიშკარიდან იქით არავინ გყავთ და სიმარტოვეა ყველა ნაბიჯზე.
ჭრიალებს კარი, ქარია ალბათ. ან დარდისაგან ჭრიალებს კარი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მიტოვებული სახლები მიტოვებულ ადამიანებს გვანან... მიტოვებული სახლები მიტოვებულ ადამიანებს გვანან...
9. ეს არის ნანდვილი პოეზია, თუმცა ავტორი არიდებს და არ ათავსებს ადექვატურ ჟანრში, ვფიქრობ რეიტინგი არ აინტერესებს, გულით სულით პოეტია . ავტორის ლექსები იმსახურებს მკითხველის სიყვარულს რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია! ეს არის ნანდვილი პოეზია, თუმცა ავტორი არიდებს და არ ათავსებს ადექვატურ ჟანრში, ვფიქრობ რეიტინგი არ აინტერესებს, გულით სულით პოეტია . ავტორის ლექსები იმსახურებს მკითხველის სიყვარულს რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია!
8. მიტოვებულ სახლებს თავისი სურნელი აქვთ. კარს რომ ჭრიალით შეაღებ და ნესტისგან წამოგახველებს. მზეზე გახედავ და რენტგენზე გაშუქებული გულივით დაიწყებს ფეთქვას დიაგნოზი: "აწუხებს მიტოვება, ნესტი და წარსულის ლანდები."
ძალინ მომეწონა!++++ მიტოვებულ სახლებს თავისი სურნელი აქვთ. კარს რომ ჭრიალით შეაღებ და ნესტისგან წამოგახველებს. მზეზე გახედავ და რენტგენზე გაშუქებული გულივით დაიწყებს ფეთქვას დიაგნოზი: "აწუხებს მიტოვება, ნესტი და წარსულის ლანდები."
ძალინ მომეწონა!++++
7. ნინა, :*
ნეფერტარ, როგორ გამამხიარულე ^_^ მარტო აღარ ვყოფილვარ. გაუმარჯოს ლუს და არამითს. ^_^ :* ნინა, :*
ნეფერტარ, როგორ გამამხიარულე ^_^ მარტო აღარ ვყოფილვარ. გაუმარჯოს ლუს და არამითს. ^_^ :*
6. ლუ, მგონი არამითი 777 შემოგიერთდა, ამ ბოლო დროს სულ "სხვა"-ში დებს ლექსებს, ერთი ავტორიც კიდევ და შეგიძლია პოლიტიკური პარტია ან ბლოკი შექმნა.
:*
ლუ, მგონი არამითი 777 შემოგიერთდა, ამ ბოლო დროს სულ "სხვა"-ში დებს ლექსებს, ერთი ავტორიც კიდევ და შეგიძლია პოლიტიკური პარტია ან ბლოკი შექმნა.
:*
5. სანამ მე ვარსებობ არასოდეს დაიტირებს ჩემი სახლი მკერდიდან აცლილ შვილებს.
კარგია! სანამ მე ვარსებობ არასოდეს დაიტირებს ჩემი სახლი მკერდიდან აცლილ შვილებს.
კარგია!
4. მადლობა თქვენ.. მადლობა თქვენ..
3. კარგი გოგო ხარ შენ, ლუ ) კარგი გოგო ხარ შენ, ლუ )
2. ისე მტკივა მეც ეგ სახლები ნეტავ შემეძლოს, ყველგან უსიტყვოდ ჩავსახლდები...:(
კარგი ლუ...:-* 5
ისე მტკივა მეც ეგ სახლები ნეტავ შემეძლოს, ყველგან უსიტყვოდ ჩავსახლდები...:(
კარგი ლუ...:-* 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|