 | ავტორი: ჯაფარა77 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 20 ივნისი, 2014 |
ცხოვრება. ერთი პატარა სიტყვა, უბრალო და არაფრით გამორჩეული, მაგრამ სიტყვა, რომელიც იტევს მთელ სამყაროს, ყველაფერს, რეალურსა თუ ფარსს, გაგონილსა თუ გაუგონარს, დანახულსა თუ დაუნახავს, განცდილსა თუ განსაცდელს, სიხარულსა თუ ტკივილს.
ვინც ამ სიტყვის მნიშვნელობაზე ჩაფიქრებულა იცის, რომ ის ყველაზე დიდი ტვირთია ადამიანისთვის, მაგრამ ყველაზე სასურველი. ბრძენისათვის ყველაზე ძნელი ამოცანა უფლისაგან, ბრიყვისთვის- ყველაზე ადვილი. ის ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია და განსაკუთრებული.
მაგრამ, ყველაზე საინტერესო მისი ფინალია. ერთხელაც, როცა ცხოვრება მიგიმწყვდევს კუთხეში, სადაც გაიძულებს იფიქრო მასზე, -შენს ცხოვრებაზე, ჩაიხედავ სულში და შენი სულის სარკეზე ნათლად წაიკითხავ: როგორ გიცხოვრია, რა გაგიკეთებია, როგორი კვალი დაგიტოვებია შენი ცხოვრებით ამ სამყაროში და ნეტა იმას, ვინც მაშინ კმაყოფილებით გაიღიმებს და თავს ბედნიერ ადამიანად იგრძნობს. ნეტა იმას, ვინც მაშინ იგრძნობს, რომ უცხოვრია.
19.06.2014წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მოდი და ნუ დაეთანხმები
ს კლდიაშვილი ვინაა მუხა?
უი დ-ს გვერდითაა, ალბათ მექანიკურად გვერდით დააწკაპე. გავიგე მოდი და ნუ დაეთანხმები
ს კლდიაშვილი ვინაა მუხა?
უი დ-ს გვერდითაა, ალბათ მექანიკურად გვერდით დააწკაპე. გავიგე
20. "ერთი სიცოცხლე კაცს ყოფნის, მხოლოდ იმისათვის,რომ გაიგოს, თუ როგორ უნდა დაეწყო ცხოვრება და წარემართა ის... მეორე სამწუხაროდ, აღარ არის" ს. კლდიაშვილი. "ერთი სიცოცხლე კაცს ყოფნის, მხოლოდ იმისათვის,რომ გაიგოს, თუ როგორ უნდა დაეწყო ცხოვრება და წარემართა ის... მეორე სამწუხაროდ, აღარ არის" ს. კლდიაშვილი.
18. რა თქმა უნდა, რომ დამაფიქრებელია. ადამიანი ალბათ ყოველდღე ამ ფიქრით უნდა ცხოვრობდეს. უფრო მეტიც: ალბათ ისე უნდა ვიქცეოდეთ ყოველ ახალ დღეს თითქოს ის უკანასკნელია... რთულია უკანასკნელი დღის განცდა.
აქ კი 55555...... რა თქმა უნდა, რომ დამაფიქრებელია. ადამიანი ალბათ ყოველდღე ამ ფიქრით უნდა ცხოვრობდეს. უფრო მეტიც: ალბათ ისე უნდა ვიქცეოდეთ ყოველ ახალ დღეს თითქოს ის უკანასკნელია... რთულია უკანასკნელი დღის განცდა.
აქ კი 55555......
17. ნეტა იმას, ვინც მაშინ იგრძნობს, რომ უცხოვრია. :)კარგია! ნეტა იმას, ვინც მაშინ იგრძნობს, რომ უცხოვრია. :)კარგია!
14. ხო, დამაფიქრა ... დავფიქრდი და ვერ ვთქვი, "ნეტავ" :( ხო, დამაფიქრა ... დავფიქრდი და ვერ ვთქვი, "ნეტავ" :(
11. გმადლობ მიშკა. მოგიკითხე გმადლობ მიშკა. მოგიკითხე
10. ძალიან კარგი ნაწერია... ++ ძალიან კარგი ნაწერია... ++
9. გმადლობ ოთარ გმადლობ ოთარ
8. მართალი ხარ, გეთანხმები თავიდან ბოლომდე. მართალი ხარ, გეთანხმები თავიდან ბოლომდე.
7. გმადლობ მირაჟიე გმადლობ მირაჟიე
6. ძაან მაგარია ჯაფარ, საღოლ ++ ძაან მაგარია ჯაფარ, საღოლ ++
5. გმადლობთ რომ წაიკითხეთ.
მიხარია თუ ვინმე მაინც დავაფიქრე გმადლობთ რომ წაიკითხეთ.
მიხარია თუ ვინმე მაინც დავაფიქრე
4. თქვენმა ნაწერმა რა ფიქრებიც მომგვარა, ახლა აქ რომ ჩამოვწერო, თქვენს ტექსტზე დიდი გამოვა. ამიტომ მხოლოდ სიკეთეს გისურვებთ და ბედნიერ ღიმილს თავის დროზე :) თქვენმა ნაწერმა რა ფიქრებიც მომგვარა, ახლა აქ რომ ჩამოვწერო, თქვენს ტექსტზე დიდი გამოვა. ამიტომ მხოლოდ სიკეთეს გისურვებთ და ბედნიერ ღიმილს თავის დროზე :)
3. ასეთები ცოტანი არიან,მაგრამ ,საბედნიეროდ,არიან და სწორედ ისინი ქმნიან ცხოვრებას. ჯერ ცხოვრების ბოლომდე შორსაა ,ჯაფარ...გისურვებ,გეგრძნოს,რომ გიცხოვრია! ასეთები ცოტანი არიან,მაგრამ ,საბედნიეროდ,არიან და სწორედ ისინი ქმნიან ცხოვრებას. ჯერ ცხოვრების ბოლომდე შორსაა ,ჯაფარ...გისურვებ,გეგრძნოს,რომ გიცხოვრია!
1. ნეტა მე (ვიყო) <3 ნეტა მე (ვიყო) <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|