 | ავტორი: საბუ ჟანრი: პოეზია 19 ივნისი, 2014 |
მე და შენ გვინდა ვიცოცხლოთ და უფალი გვწამდეს. ჩვენ არ გვსურს ბრძოლა, მითუმეტეს, სუსტნი ვართ როცა... ნეტავ ვიცოდეთ მოსისხლე მტერს ვუმოყვრებთ რამდენს... რომ ჩვენი თავი დაგვენანოს, ვიყვიროთ - მორჩა!
ვამბობთ - "კარგად ვარ", "არამიშავს", "რავი, ვაარ რას", არავის ვდარდობთ, რადგან მაინც მარტოები ვართ. სიზმარში - ვეძებთ ღიმილიანს, სულის მეგობარს, რეალობაში - ვიღებთ ათას მარწუხებიანს.
ჩვენ ზღვის მორევში დავიბადეთ, წყაროს თევზებად. გვაქვს ორი სახე და ორივეს ვკარგავთ ხანდახან. ცოდვაც, ზნეობაც ჩვენშია და ზოგჯერ გვეზრდება დარდი ქართული (აქ უბრალოდ "დარდი" ჯანდაბას).
ჩვენ წყნარ ნაპირზე გამოვცურეთ, ღუზა ჩავუშვით. ან ბრძოლა ბედთან უმწეოებს რაში გვაწყობდა?!.. მას მერე არ ვწერთ - როგორც მაშინ, მუზაც გავუშვით... გამოვატანეთ საგზლად როცა კარგი განწყობა.
მე და შენ გვინდა ვიცოცხლოთ და რომ ღმერთი გვწამდეს. აღარ გვსურს ბრძოლა, მითუმეტეს, სუსტნი ვართ როცა... ნეტავ ვიცოდეთ ცხოვრებაში გავუძლებთ რამდენს... რომ ჩვენი ძალის ვირწმუნოთ და განვაგრძოთ ლოცვა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მომეწონა წარმატებები მომეწონა წარმატებები
3. ძალიან აქტუალური თემაა მშვენივრად გადმოცემული. ხუთიანი. ძალიან აქტუალური თემაა მშვენივრად გადმოცემული. ხუთიანი.
2. მომეწონა)) ++ მომეწონა)) ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|