ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2014


მაგრამ დედოფლები...

შენ ნუ მეუბნები, თითქოს დრო იყოს, და თანაც ისეთი, რომ
საქმე გაჭირდა და ხალხიც დროსთან ერთად უცებ შეიცვალა...
მეც ხომ შევიცვალე?! ხო და ის მითხარი, რაზე ამეტიროს,
ისე, - ყველასი ვარ.... ახლა შენთან ვარ და მგონი შენიც არ ვარ.

წლები გავიდა და რადგან ვერ ვივარგე ერთხელ მესაკუთრედ,
თურმე, ნუ იტყვი და აღარ გამოვდგები აღარც საკუთრებად...
ყველა არგუმენტი ყველას მოსაზრებით ბევრჯერ ვასაბუთე,
თავი არ მქონდა და.... ვეღარ მოვახერხე ვერსად არიდება...

ისე უიმედოდ, ისე უსაშველოდ... მაინც დაღლილი ვარ,
ხო და ვიკეტები, რომ არ გამოვიდეს სახლი ფანჯრებიდან ....
ვდგები და დილიდან ვიდრე საღამომდე - დღეებს, ქვამარილებს,
ვფქვავ და ყასაბივით მერე ვახარისხებ დარდებს, ნაჭრეებად.

სისხლის სუნი უდის წარსულს და დღეები გვანან „კორინთელებს“,
ხო, რაც დააბრალეს, (ან, თუ დააბრალეს - ნებით) „კოლხ მედეას“...
მეფე ტოვებს დაფას (უფრო ღირსეულად) „მატით“ ბრძოლის ველზე,
მაგრამ დედოფლები „ქიშით“, თამაშის დროს, უკან არ მიდიან!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები