ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2014


***

***
გულმა ფერი იცვალა
და ფურცელზე
გამოჩნდა სტრიქონი.

***
ავადაა
ბევრმა დაივიწყა
და მის სანახავად
მოდიან ვარსკვლავები.

***
და ისე დაიხურა სარკმელი
თითქოს პირი შეიკრა
ჭრილობამ უმეზობლო სახლისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები