 | ავტორი: შენი ლუ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 23 ივნისი, 2014 |
მე რომ ყოველ წელს ვიზრდები და ჭაღარაც მერევა თმაში წლებისგან არა ალბათ დარდისგან. მე რომ ყოველ წელს წინა წელზე ერთით მეტი ვარ და შენ ყოველთვის ოცდათვრამეტის თითებზე ვითვლი დარჩენილ წლებს, რომ დაგეწევი შენს ახალ სახლში მოვალ და თანატოლივით დაგიწყებ საუბარს. გეტყვი, რომ უშენობა იმდენად გამიჭირდა ძლივს გაპატიე. გეტყვი, რომ ბევრჯერ ისე დამიჭირდი სუნთქვას ვიკრავდი. აღარ მინდოდა გეფეთქა გულში. რაც გადის წლები, საკუთარ თავზე უფრო შენ მებრალები, საკუთარ თავზე მეტად განგიცდი, რომ მე ვიქნები დედა, რომ მე ვიქნები ბედნიერი, რომ ერთ დღეს მეცმევა საპატარძლო კაბა, რომელიც ერთად უნდა აგვერჩია და შენ აღარ იქნები. ჩემს შვილს შენი სახელი რომ ერქმევა და იყოს თუნდაც ძველმოდურობა, სარკიდან შენი თვალები, რომ მიყურებს, არსებობ მაინც.. ოქროს რომელსაც სხვასთან იყოფ, მიწის მტვერი გერჩივნოს, რომელიც მხოლოდ შენია, შენს ლამაზ თითებში მოქცეულიო. როგორ მასწავლიდი მახსოვს..
მე ყოველ წელს წინა წელზე ერთით მეტი ვარ და შენ ყოველთვის ოცდათვრამეტის, რომ დაგეწევი შენს საფლავზე მოვალ და თანატოლივით დაგიწყებ საუბარს. გეტყვი, რომ უმამობა ძალიან გამიჭირდა, გეტყვი, სხვების მამებს როგორ შევნატროდი, ხელებს, მე რომ არ მკიდებდნენ და არ მივყავდი სახლში. თვალებს, მე რომ არ დამეძებდნენ და დაცემისას ვერ ვიტყოდი "ვაიმე მამა," რომ ხმას უბრალოდ ვერ მოგწავდენდი. ჰო, სიკვდილი ძლივს გაპატიე. და მაინც.. დაბადების დღეს გილოცავ, მე რომ მაბერებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მშვენიერია...
მშვენიერია...
20. გულს გაცდა, ისეთი ემოციურია
:(
გულს გაცდა, ისეთი ემოციურია
:(
19. მადლობა მუხა.. ერთგულო მკითხველო :* მადლობა მუხა.. ერთგულო მკითხველო :*
18. ძალიან მგრძნობიარე, ემოციური, მართალი ლექსი, მიძღვნაა უაღრესად დიდი სიყვარულით, მონატრებით შესრულებული. ძალიან მგრძნობიარე, ემოციური, მართალი ლექსი, მიძღვნაა უაღრესად დიდი სიყვარულით, მონატრებით შესრულებული.
17. თუთი.. <3 სიკეთე თქვენ.. თუთი.. <3 სიკეთე თქვენ..
16. ლუ . . ვგიჟდები შენზე! ! ! ყოჩაღ. . . სიტყვებიც არ მყოფნის ! ლუ . . ვგიჟდები შენზე! ! ! ყოჩაღ. . . სიტყვებიც არ მყოფნის !
15. ამის წაკითხვის შემდეგ ძნელია არ აგეტიროს ამის წაკითხვის შემდეგ ძნელია არ აგეტიროს
14. მადლობა თქვენ. ყველა სიკეთე ასევე.. მადლობა თქვენ. ყველა სიკეთე ასევე..
13. ახლა ვნახე-არ ფასდება.. ცუდია... ახლა ვნახე-არ ფასდება.. ცუდია...
12. და მაინც.. დაბადების დღეს გილოცავ, მე რომ მაბერებს.
გული გამიჩერა... არაფრისმთქმელი--5 და მაინც.. დაბადების დღეს გილოცავ, მე რომ მაბერებს.
გული გამიჩერა... არაფრისმთქმელი--5
10. კარგია, ყველასათვის ახლობელი და მტკივნეული. კარგია, ყველასათვის ახლობელი და მტკივნეული.
9. მოვკვდი მე :( ძალიან კარგია. მოვკვდი მე :( ძალიან კარგია.
8. ჰომ, ხანდახან რა კარგი გოგო ხარ. ჰომ, ხანდახან რა კარგი გოგო ხარ.
7. ...
ეს ჩემი სუსტი წერტილია.
ყველა სიკეთე... ...
ეს ჩემი სუსტი წერტილია.
ყველა სიკეთე...
6. მადლობა ჩემო მშვენიერებო და თბილებო.:* მადლობა ჩემო მშვენიერებო და თბილებო.:*
5. შენ კი ყოველთვის განსაკუთრებული ხარ ! შენ კი ყოველთვის განსაკუთრებული ხარ !
4. იმისთვის შემოვედი, რომ მეთქვა: კარგი ლუ ხარ შენ! იმისთვის შემოვედი, რომ მეთქვა: კარგი ლუ ხარ შენ!
3. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
2. წარმატებები ლუ... მართალია ამეტირა და ემოციურადაც წავიკითხე, მაგრამ... ცხოვრება მშვენიერია და უნდა გაიხარო.
წარმატებები ლუ... მართალია ამეტირა და ემოციურადაც წავიკითხე, მაგრამ... ცხოვრება მშვენიერია და უნდა გაიხარო.
1. გეტყვი, რომ უშენობა იმდენად გამიჭირდა ძლივს გაპატიე. გეტყვი, რომ ბევრჯერ ისე დამიჭირდი სუნთქვას ვიკრავდი. აღარ მინდოდა გეფეთქა გულში. რაც გადის წლები, საკუთარ თავზე უფრო შენ მებრალები, საკუთარ თავზე მეტად განგიცდი, რომ მე ვიქნები დედა, რომ მე ვიქნები ბედნიერი, რომ ერთ დღეს მეცმევა საპატარძლო კაბა, რომელიც ერთად უნდა აგვერჩია და შენ აღარ იქნები.
ჰო, სიკვდილი ძლივს გაპატიე. და მაინც.. დაბადების დღეს გილოცავ, მე რომ მაბერებს.
+++ მოგიკითხე ლუ გეტყვი, რომ უშენობა იმდენად გამიჭირდა ძლივს გაპატიე. გეტყვი, რომ ბევრჯერ ისე დამიჭირდი სუნთქვას ვიკრავდი. აღარ მინდოდა გეფეთქა გულში. რაც გადის წლები, საკუთარ თავზე უფრო შენ მებრალები, საკუთარ თავზე მეტად განგიცდი, რომ მე ვიქნები დედა, რომ მე ვიქნები ბედნიერი, რომ ერთ დღეს მეცმევა საპატარძლო კაბა, რომელიც ერთად უნდა აგვერჩია და შენ აღარ იქნები.
ჰო, სიკვდილი ძლივს გაპატიე. და მაინც.. დაბადების დღეს გილოცავ, მე რომ მაბერებს.
+++ მოგიკითხე ლუ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|