ყველაფერი მიხერგავს, სიცოცხლისკენ ბილიკებს, შემომხედეთ ტკივილმა რა არსებად მაქცია?! ყოველ ღამით შევყურებ მთვარეს, იცვლის მიმიკებს ერთ დროს ადამიანი, ახლა უფრო მაქცია ვარ და ძვლების ლეწვაში გავათენებ ღამეებს ვეგუები უსიტყვოდ, ახლა უფრო ცვალებად სხეულს, ჯერ არ დამიშლის და სხვა ტკივილს მაგემებს უსიკვდილოდ განცდილი სულის გარდაცვალება, ლეშში დაქრის ტკივილი და მთელ სხეულს მოედო, უმზეობის მიზეზი მინუს ტემპერატურა ერთი ფრაზა მჭირდება, წამოდექი პოეტო! შემილახეს ყინვებმა, ჩემი ძველი ნატურა, ვდგები, როგორც დაჭრილი, დამტვრეული ხელებით ყელზე ვიგლეჯ გაყინულ, უკვე დაცლილ აორტას დანგრეული სხეულიც გადაღლილი შენებით, გრძნობს, რომ დროა დაცემის და სიცოცხლეს გამორთავს. ახლა უფრო ნაცნობი, ძვლებზე კანი მაცვია და ეს არის ბოლო და ალბათ დიდი მომენტი, მე დღეს გარდავიცვალე, მოვკვდი როგორც მაქცია, მაგრამ დედამიწელებს დაგიტოვეთ პოეტი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სათაურმა შემომიტყუა. საინტერესო ლექსია და "ნაცნობი" ++ სათაურმა შემომიტყუა. საინტერესო ლექსია და "ნაცნობი" ++
2. "მე დღეს გარდავიცვალე, " ჰმ .....ეს ლექსი რატო არ ვიცოდიი ?! კარგი ლექსია , მომეწონა ხმიად )))
"მე დღეს გარდავიცვალე, " ჰმ .....ეს ლექსი რატო არ ვიცოდიი ?! კარგი ლექსია , მომეწონა ხმიად )))
1. წამოდექი პოეტო!:) წამოდექი პოეტო!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|