ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2014


უსიტყვოდ (ძველი რვეულებიდან)


მინდა დავწერო ისეთი ლექსი,
რომ არ ვიხმარო არცერთი სიტყვა.
გიკვირთ? ტყუილად, გთხოვთ დამერწმუნოთ,
ბევრჯერ სათქმელი უსიტყვოდ მითქვამს.

მითქვამს სათქმელი უსიტყვო მზერით,
მითქვამს სათქმელი ოხვრით ან ქშენით,
ბევრჯერ უსიტყვოდ მიმღერია და
იცით? -თანხმობას დუმილი შვენის.

ზოგჯერ უარიც წარმოვთქვი უბრად,
ამას სულ ცოტა მიმიკაც უნდა.
ზოგმა ცეკვაც კი ისწავლა ჯდომით,
ბევრმა სიცოცხლე დაიწყო კვდომით.

და თუ დღეს ვინმე ომებს მოიგებს,
უხმაუროდ და თანაც უსისხლოდ,
მეც ავდგები და ამ ახალ ზღაპარს
შვილებს ვუამბობ, თუმცა უსიტყვოდ!

1995

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს