ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2014


გაზაფხული ლელ...

"გაზაფხული შემოსულა, ლენ,
ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს..."

მურმან ლებანიძე.

გაზაფხული შემოსულა, ლელ...
მიდი, სადმე დაემალე სევდას,
აღარა ჰგავს ეგ მკლავები ხმელს
და მაგ ტანით - წყალჩამდგარი ხე დგას.

მიდი, მაგრად მოეხვიე, ლელ...
დედამიწა ორსულია ახლა!
ვეღარ დაგრევს მარტოობა ხელს,
ამ გაზაფხულს იის სუნი ახლავს...

გაზაფხული შემოსულა, ლელ...
არად უღირს საფლავების დარდი.
შემოუსევს წითელ-ყვითელ ფერს,
ნუ იტირებ, მხოლოდ ისე ადი,

რომ არ მისცე დავიწყებას გზა...
ცოცხალი ხარ ესე იგი სძლებ
და მიზეზიც არ ყოფილა სხვა!
გაზაფხული შემოსულა, ლელ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები