ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2014


შავი ლექსი

გუშინ დამეკარგა ეგოს არჩევანი,
ამას ვინღა ჩივის, უფრო მეგობრები
გაბაცდნენ მზერაში,ვიდრე დანარჩენი;
არსად მოსვენება აღარ მეგულება.
დღესაც არ იწვიმებს, ისევ კაეშანი,
ვიცი საკუთარი შიშის ამბიცია,
ყველა არ დაწერილ ლექსსაც დავუშინე
ფიქრი, თუმცა მათთვის ხმა არ გამიცია.
ხვალ კი ისტორიის ჯერაც უცნობ მწვერვალს
შეეფარებიან ისევ ჩათლახები,
მე კი უპატრონოდ სადღაც ქარში ვწევარ,
წლები გაივლის და ხელსაც არ მახლებენ.
თქვენში უფრო მეტი ვიდრე პოეზია
არის, მიზანია გაჩნდეს ისევ–ცარა,
ალბათ ჯობდა უფრო მეტი მოგეწიათ,
რას წერთ, რომ სთავაზობთ მკითხველს წარამარა.
თავი გამახსენდა, იდგა განთიადი,
სიმშვიდეს არღვევდა შიშინით რადიო;
ალბათ ამისთვისაც ვიცი გამთელავენ;
ზურგს შემაქცევენ და მეტყვიან წადიო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები