ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვეძებ საკუთარ თავს
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2014


ლექსი

ქრისტიანთა საფლავებს მთვარემ გადაუარა.
დაუწელა ლურჯ ხეებს ბნელი ანაბეჭდები.
ვეღარ მივხვდი თენდება ღამე არის თუ არა.
უბრალოდ მივდიოდი, მომეწონა, ვჩერდები.
მსუბუქ სხეულს ფიქრები დაბლა ექაჩებიან
დალოცვილი მიწისკენ.
ერთდროს მეც აქ ვიქნები,
და ეს მიწაც მიმიღებს,
როგორც მძიმე საჩუქარს
წლების წინ რომ ელოდი.
მე ისევ ვარ ცოცხალი.
არ მიცდია არცერთი თვითმკვლელობის მეთოდი.
ვაჟკაცურად ვებრძოდი ტკივილებს და ტკივილებს,
ან უბრალოდ შევშინდი,
თავი ვერ მოვიკალი.
მიწა მაინც მიმიღებს.
თავისთავად ადრეა ფიქრი გარდაცვალების.
მეტიჩარა ბავშვივით სიყვარულს რომ იჩემებს,
სულ არ მჯერა სიკვდილის
და მის მერე წვალების.
უკვდავივით ვირჩევ ერთს,
სიცოცხლეს და სიცოცხლეს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები