ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2014


ბედს (ექსპრომტი)

                                   
ვერ შემაშინა შენმა ფიასკომ ბედო,
ვერ გადამთელა შენმა წიხლებმა მუხთლად,
ვერ მომერიე, თუმცა კი, -მაინც ყბედობ,
მინდა შენს ექოს ორიოდ სიტყვა ვუთხრა:

თუმცა გგონია, რომ ხარ მესაჭე ჩემი
ყველა ფიქრის და -წარმატებებსაც მართავ,
მე გეტყვი მოკლედ, ისევ ჩემს აზრზე ვრჩები,
რომ მე გქმნი შენ და მხოლოდ მე გტოვებ კართან

როცა გავდივარ სახლიდან და ვიწყებ ახალ დღეს,
როცა იმედებს სულ ახალი მიზნებით ვკვებავ,
ნეტა იცოდე, შენი ბოღმა როგორ ამანთებს
და უფრო დიდი შემართებით ვბრუნდები შენთან.

ვერ შემაშინებს შენი ფიასკო, ბედო,
ვერ გადამთელავს შენი მუხთალი წიხლი.
ჩემო საწყალო, ჩემო უტიფრად ყბედო,
წინ რომ მივიწევ, ამით შენს ვალსაც ვიხდი.

5.07.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს