ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2014


* * * და მერამდენედ შევცოდე თანაც

სიტყვები არ მყოფნის
სხეულის ენა იქნებ გაიგო,
ვდგები მუხლებზე
ჩემი ცოდვები უნდა წაიღო...

ჩუმი ცოდვებისთვის თავისმართლება
სინდისის მიერ გასამართლებად
მექცა..

და თუკი ჩემს ცას, შენიც ცა დაემთხვა მშვიდი
გთხოვ არ წაშალო რასაც, სულ ერთად ვქმნიდით. ((

მინდა მოგიყვე მისხალ მისხალ როგორ ვაწებებ უშენოდ წამებს,
როგორ ვახერხებ შენგან სიშორით მაინც ვაამო ჩემივე თვალებს..

გთხოვ მაპატიე რომ მიხარია უშენოდ ხანაც,
და რომ საამოდ ტანში მივლის ნიავი ზოგჯერ
ისევ შევცოდე, და მერამდენედ შევცოდე თანაც,
და რომ საგულეს გული ჩვეულად იმ რიტმში რომ ძგერს!

რომ შემეძლოს ჩავკლა ჩემშივე ამ სიხარულის უსაზგვრო ნდომა,
შენივე თვალში ჩემი ფერმკრთალი აჩრდილი მოვა.

და თუ შემახსენებ შენს ლამაზ გრძნობას
არასდროს დამთავრდება ჩემი ტრფობა
შენდამი..

სიტყვები არ მყოფნის
სხეულის ენა იქნებ გაიგო,
ვდგები მუხლებზე
ჩემი ცოდვები უნდა წაიღო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები