 | ავტორი: ფიქრის მხატვარი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 8 ივლისი, 2014 |
იგონებენ ათას მიზეზებს, რომ დაგვაბრალონ უმიზეზობა. თითქოს დაჭერილია პოზაა ჩვენი განცდები.
მე რომ ზედმეტად პატარა ვარ ასე დარდისთვის და შენ ზედმეტად დიდი, მინდა ვიცოდე ვინ გაზომა დარდის ასაკი ან რამდენია დაგვიდგინონ იქნება წელი.
მახსოვს, როდესაც ვაცილებდი ბოლოჯერ მამას სუნთქვას ვიკრავდი და გზადაგზა ვყლაპავდი სიტყვებს ვერდაღეჭილი ლუკმასავით, რომ მადგებოდა პატარა გულზე. მაშინ მითხრა მეზობლის გოგომ, ის იქნებოდა თხუთმეტი წლის და მე კი ათის, რომ პატარა ვარ ჯერ დარდისთვის, პატარა ბავშვი და არ მტკივა უმამობა ისე ძალიან, რომ მე არ ვიცნობ პირადად სიკვდილს. მხოლოდ ეს მახსოვს იმ დღიდან და ბოლო კივილი, რომ დავინახე როგორ იწვა მამა კუბოში. მე იმაზე მეტად აღარ გავზრდილვარ, იმაზე მეტად აღარ მტკენია.
მაინტერესებს, ვინ გაზომა დარდის ასაკი, რომ მე ზედმეტად პატარა ვარ და მეყოლება ოჯახი, ამიტომ უნდა მოვიშორო მხრებიდან ტვირთი.
რომ შენ ზედმეტად დიდი ხარ და თან გყავს ოჯახი ამიტომ არ გაქვს უფლება, რომ იდარდო ასე.
ვუფიქრდები და.. ტოლები ვართ ჩვენი ასაკი ხომ ობლების ასაკია, რომელიც მთელი ცხოვრებაა და თანაბარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ოოოო, მართლა კარგია. ოოოო, მართლა კარგია.
8. ჭა, ფიქრის მხატვარსაც ძალიან მოსწონხარ :** ჭა, ფიქრის მხატვარსაც ძალიან მოსწონხარ :**
7. ძალიან მომწონს ეს " ფიქრის მხატვარი" მე...:-* და ვგიჟდები ასეთი ზუსტი ნიკი როგორ შეარჩია... 5 ძალიან მომწონს ეს " ფიქრის მხატვარი" მე...:-* და ვგიჟდები ასეთი ზუსტი ნიკი როგორ შეარჩია... 5
6. 5. ...
:( ხომ არ გაწუხებთ რომ ვეწევი. 2014-07-09 10:47:37
<3 5. ...
:( ხომ არ გაწუხებთ რომ ვეწევი. 2014-07-09 10:47:37
<3
3. ვუფიქრდები და.. ტოლები ვართ ჩვენი ასაკი ხომ ობლების ასაკია, რომელიც მთელი ცხოვრებაა და თანაბარი.
ძალიან კარგი გოგო ხარ შენ! ვუფიქრდები და.. ტოლები ვართ ჩვენი ასაკი ხომ ობლების ასაკია, რომელიც მთელი ცხოვრებაა და თანაბარი.
ძალიან კარგი გოგო ხარ შენ!
2. ლუ სულით ხორცამდე გრძნობა ხარ...... ლუ სულით ხორცამდე გრძნობა ხარ......
1. "მაინტერესებს, ვინ გაზომა დარდის ასაკი, რომ მე ზედმეტად პატარა ვარ და მეყოლება ოჯახი, ამიტომ უნდა მოვიშორო მხრებიდან ტვირთი."
ლუ ძალიან მგრძნობიარე გოგონა ხარ და ძალიან მიყვარხარ , ჩემო ტკბილო.
მახსოვს მსგავსი რამ მეც გითხარი და ახლა რომ დავფიქრდი, ცოტა ვინანე, თუმცა.... თუ გტკივა, ტკივილს ვერავინ დაგიშლის, უბრალოდ შეიძლება ვინმე კეთილისმსურველს ენანებოდე ტკივილისთვის და ეცადოს ,შეგიმსუბუქოს.
"მაინტერესებს, ვინ გაზომა დარდის ასაკი, რომ მე ზედმეტად პატარა ვარ და მეყოლება ოჯახი, ამიტომ უნდა მოვიშორო მხრებიდან ტვირთი."
ლუ ძალიან მგრძნობიარე გოგონა ხარ და ძალიან მიყვარხარ , ჩემო ტკბილო.
მახსოვს მსგავსი რამ მეც გითხარი და ახლა რომ დავფიქრდი, ცოტა ვინანე, თუმცა.... თუ გტკივა, ტკივილს ვერავინ დაგიშლის, უბრალოდ შეიძლება ვინმე კეთილისმსურველს ენანებოდე ტკივილისთვის და ეცადოს ,შეგიმსუბუქოს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|