განმარტოების, მწუხარების მეშლება ფიქრი, აფეთქებული სიმწყურვალე ცოტაა ბევრად, რომ ატკეცილი კოცინივით იწვოდეს გული და სიყვარული გაიხადო მარადის მდევრად!
აღვივებული მონატრება მიცხელებს გრძნობებს, ფიქრები მიბყრობს ჩამოშლილი და არეული. შენთან ყოფნის დღეს ვიხსენებდი, კვლავ გავიხსენებ, დამერქვას თუნდაც წარსულის წამზე გადარეული.
დღეს მონატრებას ვეჭიდები განცვიფრებული, გულში მეღვრება, შენი სიმორცხვე ფერში ნარევი... მე, მახსენდება მოუთმენლობით შენი შეხება და შენი მზერა, აცრემლებული, გადასარევი...
ლაჟვარდ სივრცეში ათამაშებდი, სურვილის ფიფქებს. გიცახცახებდა მთელი სხეული, წყურვილით ვნების! და სწორედ მაშინ, ჩემგან გიპყროდნენ მწიფე თითები, როცა ისმოდა ჩუმი წკრიპინი ხერხემლის ძვლების!
გლეჯვას იწყებდნენ ვნების ზვირთები სიმხურვალეში, მაშინ წყვეტდი ამბორით თამაშს, სუნთქვით ფერებას... წამით გიპყრობდა, შენ მდუმარება გაურკვევლობის, თავი ვერ უძღვენ ვნებაში დამხრჩვალ გამოშტერებას.
თავს აღწევდი გაურკვევლობის მუქ სინაცრისფრეს, ისევ მანჭავდი ლაღი ღიმილით მოფენილ სახეს. ჭადრის ტოტები ფორტეპიანოს უკრავდნენ ნაზად და მელოდიის მკაფიოებით ჩვენ შეგვინახეს!
სონეტის ნაზი ფერები ედო, ცას მთხრობელს ტრფობის. ვუცქერდით, გრძნობით შემოსილ ციდან დაშვებულ ფარდებს. ამღერებულ გულს მიწველიდა, გადარევის ეფემერები. ჩვენ არ ვყნოსავდით, ჩვენი ყნოსვა წყუროდა ვარდებს.
არ მიყვარს როცა ასე კამათობენ ხოლმე... ხათუნას კი ერთი რამ მინდა ვუთხრა ლექსი შეიძლება ყველამ სხვანაირად გაიგოს მაგრამ რადგან ვიღაცას არ მოწონს ეს იმას არ ნიშნავს რომ ლექსი ცუდიაა... მე მომეწონა+++
არ მიყვარს როცა ასე კამათობენ ხოლმე... ხათუნას კი ერთი რამ მინდა ვუთხრა ლექსი შეიძლება ყველამ სხვანაირად გაიგოს მაგრამ რადგან ვიღაცას არ მოწონს ეს იმას არ ნიშნავს რომ ლექსი ცუდიაა... მე მომეწონა+++
მადლობა ხათუნა. ავტორს ეს ლექსი იმაზე მეტად ესმის ვიდრე შენ შეგიდძლია წარმოიდგინო. მე შენს გამკიცხავ აზრს პატივს ვცემ, თუნდაც იმიტომ რომ "რას უფრო გაგკიცხავენ, მით უფრო ამაღლდები".
მადლობა ხათუნა. ავტორს ეს ლექსი იმაზე მეტად ესმის ვიდრე შენ შეგიდძლია წარმოიდგინო. მე შენს გამკიცხავ აზრს პატივს ვცემ, თუნდაც იმიტომ რომ "რას უფრო გაგკიცხავენ, მით უფრო ამაღლდები".
,,ამღერებულ გულს მიწველიდა, გადარევის ეფემერები''<<< იქნებ განმარტოთ, რა აზრი დევს ამ ტაეპში. ან ,,მწიფე თითები'', ,,ვნებაში დამხრჩვალე გამოშტერება'', ,,ლაღი ღიმილით მოფენილი დამანჭული სახე''- ფიქრობთ, კარგი მხატვრული სახეებია? ეს ყველაფერი შეურაცხმყოფელიც კია ქალისთვის, მითუმეტეს, სატრფო თუ ჰქვია. როგორია ახლა, ქათინაურად გითხრან- ხერხემლის ძვლები ჩუმად გიწკრიპინებსო. :))) კარგით რა. და ესაა პოეზია???
,,ამღერებულ გულს მიწველიდა, გადარევის ეფემერები``<<< იქნებ განმარტოთ, რა აზრი დევს ამ ტაეპში. ან ,,მწიფე თითები``, ,,ვნებაში დამხრჩვალე გამოშტერება``, ,,ლაღი ღიმილით მოფენილი დამანჭული სახე``- ფიქრობთ, კარგი მხატვრული სახეებია? ეს ყველაფერი შეურაცხმყოფელიც კია ქალისთვის, მითუმეტეს, სატრფო თუ ჰქვია. როგორია ახლა, ქათინაურად გითხრან- ხერხემლის ძვლები ჩუმად გიწკრიპინებსო. :))) კარგით რა. და ესაა პოეზია???